ამ 57 წლის ქალბატონის ქუსლების უეჭველად შეგშურდებათ. მეთოდი, რომელმაც მიხსნა...

ამ 57 წლის ქალბატონის ქუსლების უეჭველად შეგშურდებათ. მეთოდი, რომელმაც მიხსნა...
დაბზარული ქუსლები მხოლოდ კოსმეტიკური, არაესთერიკური პრობლემა არ არის. ხშირ შემთხვევაში ამ პრობლემის სამკურნალოდ სამედიცინო ჩარევა ხდება საჭირო. არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება, არასწორი კვება, დაბერების პროცესი - იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ამ უსიამოვნო მოვლენას განაპირობებს.

საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ხალხური საშუალება, რომელიც ძალზედ ეფექტურია მოცემული პრობლემის გადასაჭრელად. ცნობისთვის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაბზარული ქუსლების პრობლემისგან ვიტანჯებოდი. სწორედ ამ დროს ჩემმა 57 წლის მეზობელმა 2 გასაოცარი რეცეპტი შემომთავაზა, რომელიც ხანმოკლე დროში დამეხმარა ამ პრობლემისგან გათავისუფლებაში. ახლა ჩემი ქუსლები საოცრად რბილი, გლუვი და ლამაზია.

ასპირინი და სამედიცინო სპირტი

ინგრედიენტები:
  • ასპირინის 10 აბი (300 მგ)
  • 70%-იანი სამედიცინო სპირტი

დააფხვიერეთ ასპირინის 10 აბი და ჩაამატეთ ის 250 მლ სამედიცინო სპირტიში. მიღბული ნარევი დააყოვნეთ 1-2 დღით (პერიოდულად შეანჯღრიეთ). დაძინების წინ ჩაალბეთ ბამბა თქვენ მიერ მომზადებულ ნარევში, დაიფინეთ ქუსლებზე, გადაიხვიეთ დოლბანდით და ამოცივით წინდები. მეორე დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. დაახლოებით 10 პროცედურის შემდეგ მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ვაზელინი და ლიმონის წვენი

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი ვაზელინი
  • 4-5 წვეთი ლიმონის წვენი
  • თბილი წყალი

დაძინების წინ მოათავსეთ ფეხები თბილ წყალში 15-20 წუთით. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ვაზელინი და 4-5 წვეთი ლიმონის წვენი ერთმანეთში, წაისვით კარგად გამშრალებულ ქუსლებზე და ამოიცვით ბამბის წინდები. მეორე დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ორი რეცეპტი წარმოუდგენლად სასარგებლოა. როგორც უკვე გითხარით, 10 პროცედურა სავსებით საკმარისია მოცემული პრობლემის გადასაჭრელად.

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან.