3 მარტივი მეთოდი, რომელიც ქუსლებიდან ბზარების მოშორებაში დაგეხმარებათ. ყველაზე ეფექტურია!
განსაკუთრებული სიხშირით ბზარების პრობლემა ქუსლებზე იჩენს თავს. ეს მოვლენა განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ქუსლები მთელი დღის განმავლობაში უდიდეს დატვირთვას განიცდის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბზარები ქუსლებზე არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ბზარები ზედმეტად ღრმაა. ამ დროს სავსებით შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აუტანელ ტკივილს და სისხლდენას, რის შედეგადაც ამ ჭრილობებში ინფექციები იჭრება. ამ მოვლენისგან განსაკუთრებით ის ადამიანები იტანჯებიან, რომელთაც დიაბეტი ან დაქვეითებული, დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ.
''Fpaparazzi''_ის რედაქცია გთავაზობთ 3 მარტივ მეთოდს, რომელიც ქუსლებიდან ბზარების მოშორებაში დაგეხმარებათ.
ზეითუნის ზეთი
დაიტანეთ ბამბაზე ზეითუნის ზეთი და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ ქუსლების მასაჟი 10-15 წუთის განმავლობაში. ამ პროცედურის შემდეგ ამოიცვით ბამბის წინდები, მოითმინეთ 1 საათი და ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით.
შეგიძლიათ მეორე ვარიანტის გამოყენებაც: აურიეთ ერთმანეთში 1 ს.კ ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ლავანდის ზეთი და ამავე რაოდენობით სუფთა წყალი. მიღებული ნარევით გაიკეთეთ ქუსლების მასაჟი.
ლიმონის წვენი
გარდა იმისა, რომ ლიმონს ხშირად გამოიყენებენ გამათეთრებელი საშუალების სახით, ის ასევე ეფექტური საშუალებაა ქუსლებიდან ბზარების გასაქრობად. ლიმონის წვენი აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, რის შედეგადაც, ბზარების ნაცვლად, წარმოიქმნება რბილი და გლუვი კანი. გაჭერით ლიმონი შუაზე და მისი გამოყენებით გაიკეთეთ ქუსლების მასაჟი 5 წუთის განმავლობაში.
წმენდა
გაიწმინდეთ ქუსლები სკრაბის გამოყენებით, რათა მოიშოროთ უხეში, მკვდარი და დაბზარული კანი სხეულის ამ ნაწილიდან. სკრაბის გამოყენებამდე აუცილებელია ფეხების თბილ წყალში ჩალბობა და დარბილება.
გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ყოველ საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახსენით მცირეოდენი თხევადი საპონი თბილ წყალში, ჩაალაგეთ ფეხები ამ აბაზანაში 20 წუთით, ხოლო შემდეგ მოიშორეთ მკვდარი უჯრედები ქუსლებიდან პემზის დახმარებით. ამ პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ფეხები სუფთა წყლით და გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით. ფეხების გამშრალების შემდეგ დაიტანეთ ქუსლებზე დამატენიანებელი კრემი, ამოიცვით ბამბის წინდები და გაეშურეთ დასაძინებლად. გაიმერეოთ ეს პროცედურა ყოველდღიურად და ძალიან მალე საკუთარი ლამაზი ქუსლებით იამაყებთ!