კოლაგენის ნიღაბი სახის კანისთვის: გაიახალგაზრდავეთ თავი რამდენიმე წლით.
კოლაგენი - ცილა, რომელიც კანის ელასტიურობაზე და მისი უჯრედების რეგენერაციაზეა პასუხისმგებელი. ჟელატინი, ფაქტობრივად, კოლაგენია, რომელსაც ცხოველების მყესებისგან და იოგებისგან ამზადებენ.
ჟელატინისგან დამზადებული ნიღაბი ავსებს კანქვეშა ფენებს კოლაგენის ცილით, რაც ეპიდერმისის ზედაპირის სისწორეს განაპირობებს. ჟელატინის წყალობით თქვენი ნაოჭები უკვალოდ გაქრება, ხოლო კანი საოცრად გლუვი და ლამაზი გახდება.
გაიარეთ კურსი, რომელიც 10 პროცედურისგან შედგება და მიღებული შედეგით სასიამოვნოთ გაოცებული დარჩებით. თქვენი სახის კანი რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდება.
ინგრედიენტები:
მომზადება და გამოყენება:

- 1 ს.კ ჟელატინი
- 5 ს.კ რძე
- 10-10 წვეთი A და E ვიტამინი (კაფსულები შეიძინეთ აფთიაქში)
- კვერცხის გული
- 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი
მომზადება და გამოყენება:
- შეათბეთ რძე 40 გრადუსამდე.
- თბილ რძეში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით ჟელატინი (მუდმივი მორევის პირობებში).
- ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებული ნარევი გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ შესადედებლად 20-30 წუთით.
- ამის შემდეგ ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები.
- გულდასმით მოურიეთ. თითოეული კომპონენტი ბოლომდე უნდა გაიხსნას რძეში.
- მომზადებული ნარევი შეათბეთ ოდნავ წყლის აბაზანაზე.
- თბილი მასა წაისვით მთელ სახეზე და კისერზე, გაიჩერეთ 25-30 წუთით.
- ამ დროის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი ცივი წყლით.
- გამოიყენეთ ეს საშუალება 10-ჯერ 3 დღიანი შუალედებით.