როგორი კოსმეტიკა უნდა გამოიყენოს ქალმა ორსულობის დროს.
ზოგიერთი ქალი ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგაც კარგავს საკუთარი გარეგნობის მოვლის ინტერესს. მათ ავიწყდებათ, რომ სილამაზის შესანარჩუნებლად საჭიროა სისტემატური ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე.
როგორ უნდა მოიქცეს ორსული ქალი, რომ ეს პერიოდი გადაიტანოს სილამაზის დაკარგვის გარეშე?
თუ ამ ყველაფერს ასრულებთ, თქვენ მშობიარობის შემდეგაც ლამაზი იქნებით.
როგორ უნდა მოიქცეს ორსული ქალი, რომ ეს პერიოდი გადაიტანოს სილამაზის დაკარგვის გარეშე?
- პირველ რიგში მომავალმა დედამ უნდა აკონტროლოს წონა. ბებიის კანონმა - „ჭამეთ ორისათვის „, დიდი ხანია დაკარგა ძალა. ახლა უკვე ყველამ იცის , რომ ზედმეტი ჭამა წონას უმატებს დედასაც და ნაყოფსაც. იწვევს კუნთების მოდუნებას, რაც ორივესათვის სახიფათოა.
- ორსულმა ქალმა საკვები ხშირად და მცირე პორციებით უნდა მიიღოს. ამავე დროს მისი მენიუ უნდა შედგებოდეს ძირითადად უმი ხილისა და ბოსტენულისაგან. არ შეიძლება ყავა და მწარე საჭმელი, სპირტიანი სასმელები, თამბაქოს მოწევა ან მის კვამლში ყოფნა.
- სითხის დიდი რაოდენობით მიღებაც წონას მატებს და ამავე დროს დიდი დატვირთვაა თირკმელებისათვის. ამიტომ წყურვილის მოსაკლავად კარგია ლიმონიანი ან ვაშლის ძმრიანი წყალი ან ბორჯომის წყლის მიღება დღეში ½ ლიტრი.
- ორსულმა ქალმა არ უნდა დაივიწყოს სახის კანის მოვლა. ამ პერიოდში გაჩენილი ყავისფერი ლაქები მოიშორეთ ოხრახუშის, ლიმონის ან კიტრის წვენით. შეიძლება მკვებავი კრემის ხმარებაც, თუ იგი ნატურალურ კოსმეტიკურ მასალაზეა დამზადებული. გაიკეთეთ ნიღბები: მარწყვის, ნესვის, კიტრის, მკვახე თუთის და სხვა.
- ხშირად ორსულობის დროს ფეხის ვენები უფართოვდებათ. ამიტომ არ შეიძლება დიდხანს დგომა. დაღლის დროს აუცილებლად დაწექით და ფეხები შემაღლებულ ადგილზე დააწყვეთ.
- ნაყოფი იყენებს დედის ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით მინერალურ მარილებს და ვიტამინებს. ამიტომ ქალი თუ ყოველდღიურად არ ღებულობს რძის ნაწარმსა და კვერცხს, მას აუცილებლად კბილები გაუფუჭდება.
თუ ამ ყველაფერს ასრულებთ, თქვენ მშობიარობის შემდეგაც ლამაზი იქნებით.