ხორცის მომზადების ამაზე მარტივი რეცეპტი არ არსებობს! ნატურალური, გემრიელი და არომატული

ხორცის მომზადების ამაზე მარტივი რეცეპტი არ არსებობს! ნატურალური, გემრიელი და არომატული
ლორი - ყველასათვის საყვარელი პროდუქტია. მაგრამ მაღაზიაში ყიდვისას, არ ვიცით ზუსტად, რა ინგრედიენტებით, რა პირობებში არის მომზადებული. მაშინ რა საჭიროა ზედმეტი ფულის გადახდა იმაში, რისი მომზადებაც შინ მარტივად შეგვიძლია? fpaparazzi გთავაზობთ შინარუი ლორის მარტივ რეცეპტს.

საჭირო მასალა:

  • 1,5 კგ რბილი ხორცი
  • 1 ლ წყალი
  • 100 გ მარილი
  • ქინძის თესლი მწიკვი
  • შავი პილპილი 5 მარცვალი
  • დაფნის ფოთოლი


მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში მოამზადეთ მარილწყალი: აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში ყველა სანელებელი და დაფნის ფოთოლი. ადუღეთ 1 წუთის განმავლობაში და გადმოდგით ცეცხლიდან.

  2. გაგრილებული მარილწყალი ამოიღეთ დიდ სამედიცინო შპრიცში. ჩაჩხვლიტეთ ჩპრიცით ხორცი ყველა მხრიდან.

  3. შემდეგ მოათავსეთ ხორცი მარილწყალში, დააფარეთ ჯერ თეფში და დაადეთ სიმძმე, შემდეგ კი თავსახური და დადგით 3 დთით ცივ ადგილად. გადააბრუნეთ ხორცი ყოველდღიურად, რათა თანაბრად დამარილდეს.

  4. 3 დღეში გადაახვიეთ ხორცს მსხვილი ძაფი და შეფუთეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში.

  5. იმისათვის რომ ლორი მოხარშული გამოვიდეს, აუცილებელი არ არის მოათავსოთ ის ქაფქაფა წყალში. უბრალოდ მიიყვანეთ წყალი 80 გრადუსამდე, შემდეგ დაუკელით მინიმალურ ტემპერატურამდე ცეცხლს, ჩადეთ წყალში ხორცი და ხარშეთ 2,5 საათის განმავლობაში. არ მოუმატოთ ცეცხლს. შემდეგ გადაავლეთ ლორს ცივი წყალი, გააცივეთ ბოლომდე და მოათავსეთ რამდენიმე საათით სიცივეში.

  6. უგემრიელესი სახლის ლორი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!