ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც დიდხანს ვეძებდი! აი, ისიც - შეუდარებელი „ფარ ბრეტონი“.
„ფარ ბრეტონი“, ალბათ - ყველაზე დახვეწილი ნამცხვარია შავი ქლიავის ჩირით! მასში მკვეთრად გამოხატულია ფრანგული სამზარეულოს ელემენტები: ნაზი გემო და მომზადების უცნაური მეთოდი, რაც დესერტის წარმოშობას პირველივე გემოდან გასცემს.
ეს ნამცხვარი სადღესასწაულოდაც გამოდგება და ოჯახური ჩაისსმისთვისაც!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
ეს ნამცხვარი სადღესასწაულოდაც გამოდგება და ოჯახური ჩაისსმისთვისაც!
საჭირო მასალა:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 100 გ
- მარილი მწიკვი
- ფქვილი 1 ჭიქა
- ქიშმიში 0,25 ჭიქა
- რძე 300 მლ
- ვანილის ექსტრაქტი 0,25 ჩ/კ
- კარაქი 5 ს/კ
- შავი ქლიავის ჩირი 1 ჭიქა
- შავი ჩაი 1 ჭიქა
მომზადების წესი:
- დააბლენდერეთ კვერცხი, რძე, ვანილის ექსტრაქტი, მარილი, გამდნარი კარაქი და შაქარი. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. გადააფარეთ ცომს საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათვსეთ მაცივარში 3 საათით, ან მთელი ღამით.
- ქიშმიში და შავი ქლიავი გარეცხეთ და დაასხით 1 ჭიქა შავი, მაგარი ჩაი. როცა ჩაი გაგრილდება ოთახის ტემპერატურამდე, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ კიდევ 30 წუთი.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, ოდნავ ათქვიფეთ და ჩაასხით პეგამენტდაფენილ და კარაქწასმულ ფორმაში.
- გაანაწილეთ თანაბრად გაწურული ქიშმიში და შავი ქლიავი.
- მოათავსეთ ნამცხვარი 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
გემრიელად მიირთვით!