აი, როგორ უნდა მოიცილოთ კბილის ქვა და ნადები სტომატოლოგის გარეშე!

აი, როგორ უნდა მოიცილოთ კბილის ქვა და ნადები სტომატოლოგის გარეშე!
სინამდვილეში, კბილის ქვა ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ დრო გადის, ქვები იზრდება და ამან შეიძლება პირის ღრუს უამრავი პრობლემა გამოიწვიოს, მაგალითად, პაროდონტიტი.

მის მოსაცილებლად, უნდა ეწვიოთ სტომატოლოგს, რაც იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში, და რომლის მომზადებაც შინაურ პირობებში არის შესაძლებელი.

ამისათვის დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. სოდა
  • ½ ჩ.კ. მარილი
  • კბილის ჯაგრისი
  • წყალი
  • წყალბადის პეროქსიდი
  • კბილის ქვის მოსაცილებელი სტომატოლოგიური ინსტრუმენტი
  • პირის ღრუს სავლები


გამოყენება:

  1. შეურიეთ 1 ს.კ. სოდა და ½ ჩ.კ. მარილი. შემდეგ გაავლეთ კბილის ჯაგრისი თბილ წყალში, ამოავლეთ მიღებულ პასტაში და გაიხეხეთ კბილები 5 წუთის განმავლობაში.
  2. შემდეგ მოამზადეთ ნარევი ½ ჭიქა წყლისა და წყალბადის პეროქსიდისგან და გაილეთ პირის ღრუ 60 წამის განმავლობაში. გამოირეცხეთ პირის ღრუ ცივი წყლით.
  3. სტომატოლოგიური ინსტრუმენტის მეშვეობით გაიწმინდეთ კბილები ფრთხილად ისე, რომ ღრძილები არ დააზიანოთ. დაბოლოს, გაივლეთ პირის ღრუ სავლებით.


უკეთესი შედეგისთვის, ჩაატარეთ ეს პროცედურა ყოველდღე.