ყველაზე მარტივი, ეფექტური და ნატურალური მეთოდი კბილების გასათეთრებლად.

ყველაზე მარტივი, ეფექტური და ნატურალური მეთოდი კბილების გასათეთრებლად.
არსებობს ერთი ძალზედ მარტივი და ეფექტური მეთოდი კბილების გასათეთრებლად, რომლის შესახებაც დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია მოგითხრობთ. შეიძლება ცოტათი უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, გადამუშვებული ნახშირი და უბრალო კბილის პასტაა.

ნახშირის შეძენას თქვენ შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში მიზერულ ფასად.

ინგრედიენტები:
  • ნახშირი;
  • კბილის პასტა;

როგორ მოვიქცეთ:

1. დააფხვიერეთ ნახშირის აბები რაც შეიძლება კარგად.

2. წაუსვით კბილის პასტა ჯაგრისზე და მოაყარეთ მას ნახშირის ფხვნილი.

3. გაიხეხეთ კბილები ჩვეულებისამებრ.

ამ მეთოდის 2-3-ჯერ გამოყენების შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ სასიამოვნო შედეგის შემჩნევას!