სოკოსა და ყველის უმარტივესი ღვეზელი - მოეწონება დიდსაც და პატარასაც!

სოკოსა და ყველის უმარტივესი ღვეზელი - მოეწონება დიდსაც და პატარასაც!
ამბობენ, რომ ღია ღვეზელი პირველად ძველ რომში მოამზადეს. აქ ნადიმებზე სტუმრებს პიცის ალტერნატივად სწორედ ასეთ ღვეზელებს ამზადებდნენ.
ცოტა მოგვიანებით ფრანგებმთ მოამზადეს ღია ღვეზელი და მას კიში დაარქვეს.
დღეს fpaparazzi სოკოს კიშს გასწავლით და გპირდებათ, რომ აუცილებლად მოიწონებთ თავს სტუმრებთან და ოჯახის წევრებთან თქვენი კულინარიული შედევრით!

საჭირო მასალა:

  • შვრიის ფანტელი 4 ს/კ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
  • ქამა სოკო 350 გ
  • ზეითუნის ზეთი 2 ჩ/კ
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • რძე 1 ს/კ
  • ნიორი 5 გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • წყალი 2 ს/კ
  • ხახვი 1 თავი
  • მარილი გემოვნებით
  • იოგურტი 4 ს/კ
  • მაგარი სახეობის ყველი 50 გ


მომზადების წესი:

  1. დაფქვით შვრიის ფანტელი და ჩართეთ ღუმელი. ჩართეთ ღუმელი.
  2. აიღეთ 2 კვერცხი და გააცალკევეთ გული და ცილა. კვერცხის გული შეურიეთ დაფქვილ შვრიის ფანტელს, დაუმატეთ წყალი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ.
  3. ათქვიფეთ ცილა და თანდათანობით შეურიეთ კვერცხის გულის მასას, თან შეუჩერებლად ურიეთ. გადაიტანეთ მიღებული ცომი ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. უკეთესიც იქნება, თუ ძალიან გამოგიშრათ ცომი.
  4. სანამ ცომი ცხვება, დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ტაფაში. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და თუშეთ, სანამ წვენი ბოლომდე არ ამოშრება. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, მზა სოკო და ხახვი გადაიტანეთ გამომცხვარ ცომზე.
  5. გახეხეთ ყველი და შეურიეთ ნახევარი კვერცხს, იოგურტს, რძეს, ნიორსა და მწიკვ მარილს. უნდა მიიღოთ თხელი კონსისტენციის არაჟანი.
  6. მოასხით მიღებული სოუსი ღვეზელს და მოაყარეთ ზემოდან დარჩენილი გახეხილი ყველი. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება და სოუსი არ გასქელდება.


გემრიელად მიირთვით!