უძველესი დროიდან ექიმები და ექიმბაშები დაავადებების სამკურნალოდ ძვირფას ქვებს იყენებდნენ!

უძველესი დროიდან ექიმები და ექიმბაშები დაავადებების სამკურნალოდ ძვირფას ქვებს იყენებდნენ!
უძველესი დროიდან ექიმები და ექიმბაშები ფართოდ იყენებდნენ ავადმყოფების სამკურნალოდ ძვირფასი ქვების გამაჯანსაღებელ თვისებებს. მათს " არსენალში " არა მარტო ქვების ფხვნილები, არამედ თავად ქვებიც შედიოდა. ჩააგდებდნენ ქვას წყალში, გააჩერებდნენ და შემდეგ ამ წყლით სხვადასხვა დაავადებას კურნავდნენ. ფიქრობდნენ, რომ სნეულებას ქვის ბზინვარებაც კურნავდა. გაგაცნობთ ზოგიერთი ძვირფასი ქვის სამკურნალო თვისებებს:

თავის ტკივილისა და შაკიკის დროს ტანჯვას შეგიმსუბუქებთ ნეფრიტი, გიშერი (კულონი), ამეთვისტო, სარდიონი ( იფარებენ თვალებზე ).

უძილობისგან განკურნება შეუძლია ვერცხლში ჩასმულ ფირუზს, ტოპაზს, ამეთვისტოს, მთვარის ქვას, მარჯანს.

რევმატიზმის დროს კარგია ქარვა, სარდიონი, ლაზურიტი, მალაქიტი, კატის ან ვეფხვის თვალი.

ნევროზის დროს აქატი დაგეხმარებათ სტრესებთან, ნევროზთან, ფსიქოზთან გამკლავებაში, ამცირებს შინაგან დაძაბულობას. ამ მინერალს ძალიან აფასებენ როგორც ბოროტი ძალებისგან, შავი მაგიისა და სხვადასხვა დაავადებისგან დამცველ ამულეტს.

მოწამვლის დროს კარგია ზურმუხტი, ალმასი, ჰელიოტროპი, ცირკონი.

ხერხემლის ტკივილს დაგიამებთ ქარვა, საფირონი, ტოპაზი, კატის თვალი.

ალერგიას შველის ცირკონი, ავანტიურინი, მალაქიტი, ლაზურიტი, ქარვა, მარგალიტი. მარგალიტი ასევე ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, გამოიყენება ღრძილებიდან სისხლდენის, დისპეფსიის და ბუასილის დროს.

4 - 5 პატარა მარგალიტი მოათავსეთ წყლიან ჭიქაში და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დღეს შეგიძლიათ წყალი მიირთვათ, რაც დაგეხმარებათ თვალების წვის, კონიუნქტივიტის და შარდის ბუშტის დაავადებების დაძლევაში.

ქალურ დაავადებებს უნდა უმკურნალოთ ზურმუხტით, იასპით, ქარვით ( ფეხმძიმობის შესანარჩუნებლად ), ამეთვისტოთი, გიშრით ( საშვილოსნოს დაავადებებს ).

კანის დაავადებებს შველის გოგირდ - ძმარში არეული ( ეგზემის დროს წასასმელად ) ქარვა, სერდოლიკი, ამაზონიტი ( აუმჯობესებს კანის ფერს ), მარკაზიტი.

მოტეხილობის დროს იყენებენ სადაფს, მარგალიტს, მარჯანს, მთვარის ქვას.

დიაბეტს მკურნალობენ მარგალიტით, საფირონით და ზურმუხტით.

თვალის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ლალს, აქატს, ზურმუხტს (ყელზე ), ნეფრიტს, ლაზურიტს, ოლივინს ( მწვანე ძოწი ), ქრიზოლითს, ( მხედველობის სიმახვილისთვის ), გიშერს ( კატარაქტის შემაჩერებელი ), თეთრ ქალცედონს და ქრიზოპრაზს ( თვალებში კვეთის, ტკივილის შემამცირებელი ) აკვამარინს.

ჭრილობებისა და სიდამწვრეს მკურნალობენ ამეთვისტოთი, მალაქიტით, ონიქსით, ლაზურიტით, მარჯნით.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას კარგია სერდოლიკი და ქარვა.

გაითვალისწინეთ, რომ ყოველივე ეს მხოლოდ დამატებაა მკურნალობის ძირითადი მეთოდებისა. ძვირფასი ქვა ვერ შეცვლის აბებს, მაგრამ შეუძლია შეამსუბუქოს ავადმყოფობის მიმდინარეობა.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი