ზეთის მასაჟი თვალის გარშემო და არავითარი ნაოჭები!

ზეთის მასაჟი თვალის გარშემო და არავითარი ნაოჭები!
ეს ძალიან მარტივია, ამისთვის დაგჭირდებათ:

  • ასკილის ან კანაფის ზეთი
  • ზეითუნის ზეთი
  • გლიცერინი
  • ვაზელინი


    თანაბარი რაოდენობით აიღეთ ასკილის/კანაფის ზეთი და ზეითუნის ზეთი, შეურიეთ ერთმანეთს. დაამატეთ მცენარეული გლიცერინი და ცოტა ვაზელინი.

    თქვენი მასაჟის კრემი მზადაა. კრემი დაიტანეთ თვალის ქვეშ ზონაზე და ნაზი მასაჟისებური მოძრაობებით შეიზილეთ. ქსოვილის ნაჭერი დაასველეთ თბილ წყალში და მგრძნობიარე ადგილები გაიწმინდეთ. კრემს დაუმატეთ მცირეოდენი თაფლი და ისევ შეიზილეთ თვალქვეშ. ცოტა ხნის შემდეგ თბილ წყალში დასველებული ბამბით მოიცილეთ კრემი. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში თვალქვეშ არსებული ნაოჭები სრულებით გაქრება.