პიცის მომზადების სრულიად განსხვავებული მეთოდი. სწრაფი, ნოყიერი და ლამაზი ვახშამი!
ყველაზე მეტად ეს რეცეპტი მათ მოეწონებათ, ვისაც გემრიელი ჭამა უყვარს, მაგრამ მზადება - ნაკლებად. ამ პიცის მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს, მით უმეტეს, რომ fpaparazzi გასწავლით, როგორ გააკეთოთ ის გემრიელთან ერთად ლამაზიც.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ნაღების ყველი 150 გ
- კამა 15 გ
- პიცის ცომი 500 გ
- ნაღები 50 მლ
- ჩრდილოეთის ორაგული 120 გ
მომზადების წესი:
- ნაღების ყველი („ფილადელფია“ ან მასკარპონე) შეურიეთ ნაღებს და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა.
- ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ზემოდან დააფინეთ პიცის ცომი (დაახლოებით 0,5 სმ-ზე გაბრტყელებული).
- ზემოდან წაუსვით ნაღების ყველის მასა და დაალაგეთ თევზის ფილეს ნაჭრები.
- გადაახვიეთ ცომი რულეტად და გაჭერით სიგრძეზე ორ ნაწილად.
- დაწენით მიღებული ცომის ნაჭრები და შეკარით წრედ.
- ოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!