ყველაზე მარტივი, გემრიელი და ხრაშუნა დესერტის რევოლუციური რეცეპტი!
ხშირად გემრიელი დესერტის მომზადება უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, ხორციანი კერძის. მიზეზი იმაში მდგომაროებს, რომ ჯერ უნდა მოზილო ცომი, გამოაცხო, იდარდო იმაზე, ამოვა თუ არა ბისკვიტი, მერე მორთო და ასე შემდეგ... არადა, ხანდახან რაიმე მარტივი და გემრიელი გვინდა ჩაისთვის...
fpaparazzi-ის რედაქციამ ყველაზე სწრაფი დესერტის რეცეპტი მოგიმზადათ! წყალზე მომზადებული ნამცხვარი, რომელსაც საინტერესო სახელწოდება „ალმოიშავენა“ ქვია, დაგატკბობთ თავისი სასიამოვნო არომატითა და კარამელის გემოთი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
fpaparazzi-ის რედაქციამ ყველაზე სწრაფი დესერტის რეცეპტი მოგიმზადათ! წყალზე მომზადებული ნამცხვარი, რომელსაც საინტერესო სახელწოდება „ალმოიშავენა“ ქვია, დაგატკბობთ თავისი სასიამოვნო არომატითა და კარამელის გემოთი.
საჭირო მასალა:
- წყალი 200 მლ
- კარაქი 50 გ
- ზეთი 50 გ
- ფქვილი 130 გ
- კვერცხი 3 ცალი
- მარილი გემოვნებით
- შაქარი 5 ს/კ
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დადგით ცეცხლზე პატარა ქვაბით წყალი. როცა ადუღდება, დაუმატეთ ზეთი და კარაქი. აურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება.
- გადმოდგით ცეცხლიდან ქვაბი და დაუმატეთ ფქვილი და მწიკვი მარილი. მოზილეთ ცომი.
- შემდეგ ჩაახალეთ კვერცხი და მოზილეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის ცომი.
- დააფინეთ ფირფიტაზე პერგამენტი და წაუსვით კარაქი. გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
- მოაყარეთ ცომს შაქარში არეული დარიჩინი, შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!