10 საზიანო საუზმე, რომლებსაც შეცდომით სასარგებლოდ მივიჩნევთ. არასოდეს დაიწყოთ დილა ამ პროდუქტებით!

10 საზიანო საუზმე, რომლებსაც შეცდომით სასარგებლოდ მივიჩნევთ. არასოდეს დაიწყოთ დილა ამ პროდუქტებით!
ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია სამსაზურში გზად სწრაფად საუზმეს. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც საუზმობს, ყოველთვის სწორად არ აკეთებენ ამას. პროდუქტები, რომლებსაც სასარგებლოდ მივიჩნევთ, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო გამოდგეს.

აი, 10 პროდუქტი, რომლებიც მოხმარებაც კატეგორიულად დაუშვებელია საუზმეზე!


მიუსლი და სწრაფი მომზადების ფაფები

ამ პროდუქტებს საგულდაგულოდ ამუშავებენ, შედეგად კი ”ნელი” ნახშირწყლები ”სწრაფ” შაქრად იქცევა. ეს გახლავთ ცარიელი, უსარგებლო კალორიები.

მშრალი საუზმე და ფანტელები


ფანტელები და მშრალი საუზმეები, მწარმოებლების თქმით, შეიცავენ მინერალებს, რკინასა და უამრავ ვიტამინს. სინამდვილეში, ეს პროდუქტები შეიცავს დიდი ოდენობით დამატკბობელს, საღებავსა და ტრანსცხიმებს.

ხაჭოს ”სიროკი”


ხაჭოს ”სიროკი” შეიცავს მეტი ოდენობით შაქარსა და ნახშირწყლებს, ვიდრე ცილებს. ამასთან, მათ უმატებენ მცენარეულ ცხიმებს, კონსერვანტებსა და ხელოვნურ არომატიზატორებს.

ბლინები


არ ღირს დილის დაწყება ტკბილი, გამომცხვარი ცომეულით.

ბუტერბროდი მარგარინით


თუ პური რაფინირებული ფქვილისგანაა დამზადებული, იგი შეიცავს მცირე რაოდენობით უჯრედისს. ასეთი საუზმისგან იღებთ მხოლოდ სისხლში დიდი ოდენობით შაქარს, და მარგარინში შემავალ ტრანსცხიმებს.

ხილის ფრეში

ხილის ფრეში ერთი შეხედვით, ვიტამინების საბადოა, თუმცა, სწორედ ეს გახლავთ წონაში მომატების მიზეზი. ახლადდაწურული ხილის წვენიც კი შეიცავს დიდი ოდენობით შაქრას, რომელიც სისხლში იმაზე სწრაფად ხვდება, ვიდრე ცოცხალი ხილის მიღების დროს.

უცხიმო იოგურტი დანამატებით

თავად იოგურტი იდეალურია საუზმისთვის. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეიცავს შაქარს, დამატკბობელსა და სხვა კონსერვანტებს.

მდნარი ყველი

თერმოდამუშავებისას ყველი კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას, გარდა ამისა, უმეტესობა მდნარი ყველისა ფაქტობრივად არ შეიცავს ყველს, მაგრამ შეიცავს კონსერვანტებსა და მცენარეულ ცხიმებს.

ყავა

არასოდეს დაიწყოთ დილა უზმოზე ყავით. მასში შემავალი კოფეინი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს გულძმარვას.

ფუნთუშეული

სწრაფი შაქრები, რომელსაც ფუნთუშა შეიცავს, გადატვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალს და აიძულებს გამოჰყოს დიდი ოდენობით ინსულინი, რაც ზედმეტი წონის გამომწვევი მზიეზი ხდება.