უმარტივესი რეცეპტი კუჭ - ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად.
თავის სიცოცხლეში ადამიანი დაახლოებით 20 000 კგ მყარ საკვებსა და 33 000 ლ სითხეს (წყალს, წვენებს ) მოიხმარს, რომელთა მონელების შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას ის სხვადასხვაგვარი საქმიანობისთვის იყენებს. საკვების ფიზიკური დამუშავება მისი დანაწევრება -დაქუცმაცებაა, ხოლო ქიმიური - საკვების შემადგენლობაში შემავალი რთული სტრუქტურისა და ორგანიზმისთვის უცხო ნაერთების მარტივ კომპონენტებად დაშლა. ეს პროცესები მიმდინარეობს განსაზღვრული თანმიმდევრობით: იწყება პირის ღრუში, გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით და მთავრდება სწორი ნაწლავიდან განავლოვანი მასების გამოყოფით.
ჩემთვის ცნობილია ყაბზობის სამკურნალო ხალხური რეცეპტი:
ფაიფურის ან მინის ჭურჭელში სუფრის კოვზით საღამოს ჩაყარეთ ქატო (კოვზი კარგად გადავსებული უნდა იყოს), დაასხით ერთი ჩაის ჭიქა დასალევი წყალი და კოვზით კარგად მოურიეთ. დილით წყალი გადაღვარეთ, რაც გადაიღვრება, დარჩენილი ქატო კი ისე გადაანაწილე, რომ მიიღოთ სუფრის კოვზით დღეში 3 -ჯერ, ჭამამდე. ქატოს შეჭამთ და დააყოლებთ საჭმელს. ქატო უნდა იყოს სუფთა. ბაზარში რომ ქატო იყიდება ცხოველებისთვის ის არ მიიღოთ. უნდა მიხვიდეთ წისქვილში, სადაც ხორბლის დაფქვისას ფქვილი ხარისხდება და ქატო ცალკე გამოიყოფა.
ქატო ამ წესით უნდა მიიღოთ რამდენიმე თვე. შემდეგ შეწყვიტეთ - მოსინჯეთ, იქნებ თავისთავად აღდგეს კუჭის მოქმედება. თუ გაგიჭირდათ, ისევ გააგრძელეთ მიღება. მე თვითონ სამი წლის წინ ვიმკურნალე, ქატო მივიღე შვიდი თვის განმავლობაში. ახლა თავს კარგად ვგრძნობ.
ექიმის კომენტარი:
ქატოს დღეს მედიცინაში ფართოდ იყენებენ კუჭ - ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად. იგი აწესრიგებს პერისტალტიკას. ასე რომ, მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაბზობის დროს.