8 მიზეზი, თუ რატომ არის დაუშვებელი ერთსა და იმავე პიჟამოში ზედიზედ 2 ღამე დაძინება

8 მიზეზი, თუ რატომ არის დაუშვებელი ერთსა და იმავე პიჟამოში ზედიზედ 2 ღამე დაძინება
რა სიხშირით იცვლით პიჟამოს? სიმართლე რომ ვთქვათ, უმეტესობა ჩვენგანი ამას ხშირად არ აკეთებს. Daily Mail-ს მონაცემებით, მამაკაცები 13 დღეში ერთხელ, ხოლო ქალები - 17 დღეში ერთხელ იცვლიან პიჟამოს!

არადა, ძალიან მალე ჭუჭყიანდება და მისი გამოცვლა ყოველდღე არის საჭირო. და აი რატომ:

სტაფილოკოკური ინფექცია

სტაფილოკოკები თითქმის ყოველთვის ჩვენს კანზე ცხოვრობენ. ყოველღამე ერთსა და იმავე პიჟამოში დაძინებისას, არსებობს ამ მიკრობების გავრცელების რისკი. შემდეგ კი საკმარისია პაწაწინა ჭრილობაც კი, რომ მათ ორგანიზმში შეაღწიონდ და სერიოზული დაავადებების მიზეზი გახდნენ.

გამონაყარი


თუ პიჟამოს არ იცვლით, მასზე გროვდება ბაქტერიები, კანის მკვდარი უჯრედები და ცხიმი. და ეს ყველაფერი მყარად ეკრობა თქვენს ფორებს. შედეგად - გამონაყარი გარანტირებულია.

მტვრის ტკიპები

მტვრის ტკიპები გახლავთ მიკროსკოპიული მწერები, რომლებიც ყველა სახლში ბინადრობენ. ისინი მკვდარი უჯრედებით იკვებებიან, ამიტომაც ჭუჭყიანი პიჟამო მათთვის შესანიშნავი გარემოს შემქმნელია.

უსიამოვნო სუნი

ჭუჭყიანი პიჟამო იწოვს ოფლს, შემდეგ აქ ვრცელდება ბაქტერიები, რომლებიც უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი ხდება.

უსუფთაობის შეგრძნება


თუ ჭუჭყიან პიჯამოში იძინებთ, დილიდანვე ჭუჭყიანად იგრძნობთ თავს, განსაკუთრებით, თუ ძილის წინ შხაპი მიიღეთ.

უძილო ღამეები


სუფთა პიჟამოში დაწოლა - მშვიდი ძილის საწინდარია. და პირიქით - როცა ჭუჭყიან პიჟამოში წვებით, არაკომფორტულობის შეგრძნება ძილს ხელს უშლის.
.
ალერგიული რეაქციები

ჭუჭყიან პიჟამოს სერიოზული ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია. თუ მტვერზე ალერგია გაქვთ, ყოველ მეორე დღეს მაინც უნდა გამოიცვალოთ პიჟამო.

სხვა მიკრობები

ჭუჭყიანი პიჟამოს ჩაცმით, თქვენს იმუნურ სისტემას აიძულებთ მუდმივად შეებრძოლოს სხვადასხვა მიკრობებსა და სასუნთქი ორგანოების პრობლემებს. შედეგად კი, იზრდება შანსი, გახდეთ ავად. ამიტომ, თუ უეცრად კუჭი აგეშალათ ან გაცივდით, არ არის გამორიცხული, მიზეზი ჭუჭყიანი პიჟამო იყოს.