10 საშინელი რამ თქვენი საძინებლის შესახებ, რომლის ცოდნასაც არ ისურვებდით
საძინებელი გახლავთ ადგილი, სადაც ცხოვრების მესამედს ვატარებთ. მაგრამ ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რა შოკისმომგვრელი რამეების აღმოჩენა შეიძლება ამ ოთახში. დიდი ალბათობით, ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ გენერალური დალაგების მოწყობას გადაწყვეტთ, რათა დროებით მაინც გათავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან...
10 საშინელი ფაქტი საძინებლის შესახებ
1. მტვრის 1,5 მილიონ ტკიპასთან ერთად გძინავთ
მათი დანახვა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ტკიპები ყოველ ბინაშია. სპეციალისტები გვირჩევენ, არ დავალაგოთ ლოგინი ადგომისთანავე. გადაწიეთ საბანი და გაანიავეთ საწოლი. ამან შესაძლოა, არასასურველი მეზობლების რაოდენობა შეამციროს.
2. ხალიჩაზე 4000-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე, ტუალეტში
ბაქტერიების მოსაშორებლად, სპეციალისტები გვირჩევენ, მოვუსვათ მტვერსასრუტი ხალიჩაზე კვირაში ერთხელ.
3. თქვენი ტელეფონი უნიტაზზე ბინძურია
უამრავი ადამიანი იძინებს ბალიშის ქვეშ ამოდებული ტელეფონით, ან უდევს იგი საძინებლის მაგიდაზე. ტელეფონში კი უამრავი ბაქტერია ბუდობს. მათ მოსაცილებლად, რამდენიმე დღეში ერთხელ სპეციალური ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ გაჯეტი.
4. ბალიშზე მტვრის უამრავი ტკიპა და კანის მკვდარი უჯრედები იყრის თავს
მაგალითად, 400-გრამიანი ბალიში გამოყენებიდან 3 წელში წონაში ორჯერ მოიმატებს ამ :სიკეთეების” გამო. აი, რატომ უნდა გაირეცხოს და დაიბერტყოს ბალიშები ხშირად.
5. ტკიპები საწოლშიც ბინადრობენ
კვლევების თანახმად, 8-წლიანი ლეიბი 4 კგ-მდე კანის მკვდარ უჯრედებს შეიცავს, რაც შესანიშნავი გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად. ლეიბების გასასუფთავებლად, გამოიყენეთ მტვერსასრუტი და მაქსიმალურად მოუსვით ყველა მხრიდან.
6. თქვენი პიჟამო - უამრავი ბაქტერიის ბუდე
ჩვენი კანი მუდმივად განახლდება, მკვდარი უჯრედები კი პიჟამოზე გადადის. გარეცხეთ პიჟამო ყოველ სამ დღეში ერთხელ.
7. საწოლში დიდი ოდენობით ოფლი ხვდება
და ეს სინესტე ბაქტერიებისა და უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი ხდება. რეგულარულად მოაპკურეთ ლოგინს სპეციალური მადეზინფიცირებელი საშუალებები, მაგალითად Lysol.
8. კოსმეტიკის ჩანთაშიც ბაქტერიები ბუდობს
ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძველი კოსმეტიკის რამენიმე ნიმუშზე ცდები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ 5-დან 4 ნიმუშზე მავნე ბაქტერიები ბუდობს. აი, რატომ უნდა გადაყაროთ ძველი კოსმეტიკა, როგორც კი ვარგისიანობის ვადა ამოეწურება.
9. კარის სახელურზე ვირუსები 48 საათის განმავლობაში ცოცხლობენ
თუ შინაურებიდან რომელიმე ავად გახდა, თქვენც შეიძლება გადაგედოთ 2 დღეში. ამის ტავიდან ასარიდებლად, მადეზინფიცირებელი საშუალებებით დაამუშავეთ კარების სახელურები და სხვა ზედაპირები, რომლებთანაც ავადმყოფს კონტაქტი ჰქონდა.
10. შინაურ ცხოველთან ერთად ძილი პარაზიტების გადადების მიზეზია
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ შინაურ ცხოველებთან ზედმეტი სიახლოვე ინფექციებისა და პარაზიტების გადადების მიზეზი ხდება. ნუ შემოუშვებთ მათ ლოგინში.