ისინი თქვენს საწოლში ცხოვრობენ და ზიანს აყენებენ თქვენს ჯანმრთელობას!

ისინი თქვენს საწოლში ცხოვრობენ და ზიანს აყენებენ თქვენს ჯანმრთელობას!
ხალხის უმეტესი ნაწილი, საწოლიდან წამოდგომისთანავე იწყებს მის გასწორებას. ექსპერტების მტკიცებით კი, ეს არცთუ კარგი თვისებაა, რადგანაც მას თავისი უარყოფითი მხარე გააჩნია! არსებობენ მტვერის ტკიპები და პარაზიტები, რომლებიც ადამიანის მკვდარი კანის უჯრედებით იკვებებიან. ისინი ძირითადად საწოლში იბუდებენ და მრავლდებიან. ეს შემდგომში ხდება ალერგიისა და ასთმის მიზეზიც!

როდესაც საწოლს გაშლილს (არეულს) ტოვებთ, ამ დროს მისი განიავება ხდება და მასში მზის სხივებიც აღწევენ. ამ დროს მიკრობები და პარაზიტები ჰაერისა და მზის სხივების საშუალებით კვდებიან, შესაბამისად კი აღარ ხდება მათი გამრავლება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს პარაზიტები, ძილის დროს ადამიანის დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფის შედეგად ჩნდებიან. კვლევების მიხედვით, კი დამტკიცებულია, რომ ადამიანი 24 საათის განმავლობაში 1 ლიტრ ოფლს გამოყოფს.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საწოლში დაახლოებით 1,5 მილიონი პარაზიტი ბუდობს. საშიში, კი განა თვითონ მათი არსებობაა, არამედ მათგან გამოწვეული დაავადებები. სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ ადამიანის ასტმის ან ალერგიის მიზეზი.

მეცნიერი კაროლინ ფორტე ამტკიცებს, რომ ამ პარაზიტებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა - საწოლიდან წამოდგომის შემდეგ, მისი კარგი გამზეურება და სულაც არ არის აუცილებელი, უმალ მისი გასწორება!

ასევე ექიმი ფორტე ირწმუნება, რომ თეთრეულის ხშირი გამოცვლა აუცილებელია! ყველაზე დიდი შუალედი კი 2 კვირას არ უნდა აღემატებოდეს!