ამ საოცარი იდეის განსახორციელებლად ხელსაქმის ოსტატმა ლენტას კიდეები დაუკეცა. შემდეგ კი ეს სილამაზე შექმნა

ამ საოცარი იდეის განსახორციელებლად ხელსაქმის ოსტატმა ლენტას კიდეები დაუკეცა. შემდეგ კი ეს სილამაზე შექმნა
ტექსტილის სამკაულები - ხელოვნებისთვის ნამდვილი პლაცდარმია. უამრავი დიზაინერი იყენებს ქსოვილის ნაკეთობებს ტანსაცმლის გასალამაზებლად. ტექსტილისგან დამზადებული აქსესუარები ძალიან გამოირჩევა პლასტმასის ბიჟუტერისგან. ეცადეთ დაამზადოთ ქსოვილის ერთი ყვავილი მაინც და მას გამოყენებას აუცილებლად უპოვით!

როგორ დავამზადოთ ქსოვილისგან ყვავილები


დაგჭირდებათ

  • შიფონი
  • ძაფი
  • ნემსი
  • მაკრატელი


მუშაობის მსვლელობა

მოჭერით შიფონის 10 სანტიმეტრიანი ლენტი.

მოტეხეთ ლენტის კუთხეები და მსხვილად გაკერეთ.

შემდეგ მოკეცეთ მთელი ლენტი.

მოუჭირეთ ძაფს, ქსოვილს ნაკეცები რომ გაუჩნდეს.

აკურატულად დაახვიეთ ლენტი და მიეცით ყვავილის ფორმა.

დაამაგრეთ შიდა მხარე რამდენიმე ნაკერით.



ყვავილი მზადაა!