"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე მივიდა
"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება , იგი იმ ტერიტორიაზე შეიყვანეს, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ. ვარაზის ხევთან, პანდუსის ქვევით, სამართალდამცავებმა ამკრძალავი ლენტი გააბეს და მოქალაქეებს ტერიტორიასთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ, შემთხვვეის ადგილას სროლის ხმა ისმოდა. არსებული სავარაუდოდ ვეფხვზე დევნის ოპერაციას უკავშირდება.