ავტარ სინგხი - მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძიმე ტურბანის მფლობელი

ავტარ სინგხი - მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძიმე ტურბანის მფლობელი
ყოველ დილით ვდგებით, ვემზადებით, ვცდილობთ კარგად გამოვიყურებოდეთ, სანამ გარეთ გავალთ. რა დრო მიაქვს ამ პროცედურას? 60 წლის ავტარ სინგხს ”გასალამაზებლად” 6 საათი სჭირდება. და მთელი ამ დროის განმავლობაში ის უზარმაზარ ტურბანს იხვევს თავზე.

ავტარ სინგხი - მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძიმე ტურბანის მფლობელი

ავტარ სინგხი სიქხიზმის მიმდევარია, ტურბანი კი ამ რელიგიის განუყოფელი ნაწილია. იმის გათვალისწინებით, რომ მისი თავსაბურავი წარმოუდგენელი ზომისაა, სინგხი მშობლიურ ქალაქ პატიალაში (ინდოეთი) ძალზედ პოპულარული გახდა. როდესაც ავტარი თავისი მოტოციკლით ქალაქში სეირნობს, ძნელია, არ შეჩერდე და ამ უცნაურ ადამიანს არ დააკვირდე.



ტურბანის ყველა ქსოვილის სიგრძე 645 მეტრს შეადგენს, წონა კი - 50 კილოგრამია. რა თქმა უნდა, 50 კგ მხოლოდ ნაჭრის წონა არ გახლავთ - სინგხი ტურბანის გასაფორმებლად უამრავ მორთულობას იყენებს, უმეტეს წილად, ლითონის ნაკეთობებს. ავტარმა მათ შეგროვებას 16 წელი მოანდომა. მისთვის ამ უჩვეულო თავსაბურავის ტარება ეროვნული ტრადიციისა და რწმენის განუყოფელი ნაწილია, და იგი ბედნიერია, იყოს ისეთი, როგორიც არის.