სისხლის ცუდი მიმოქცევა გაწუხებთ? პრობლემის გადაჭრაში ეს წვეთები დაგეხმარებათ!

სისხლის ცუდი მიმოქცევა გაწუხებთ? პრობლემის გადაჭრაში ეს წვეთები დაგეხმარებათ!
თუ თქვენ სისხლის ცუდი მიმოქცევა, მუდამ გაყინული ხელ-ფეხი ან ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაწუხებთ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა!

სისხლის ცუდი მიმოქცევის სიმპტომებია:

  1. ყოველთვის ცივი კიდურები;
  2. ჩხვლეტის შეგრძნება თითებში;
  3. ჭრილობები რთულად გიხორცდებათ;
  4. ხშირად გიშეშდებათ კიდურები;
  5. ფრჩხილები გექერცლებათ და გემსხვრევათ;

რა იწვევს ცუდ სისხლის მიმოქცევას?

  • მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლისა და თამბაქოს სიყვარული;
  • ტრავმის შედეგად დაზიანებული სისხლძარღვები;
  • არასწორი კვება;
  • ქრონიკული დაავადებები, მოშლილი ენდოკრინული სისტემა, დიაბეტი;
  • მაღალი წნევა;
  • სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის დარღვევა, განსაკუთრებით კი მასში ქოლესტერინის არასასურველი დონე;

სისხლის ცუდი მიმოქცევა გაწუხებთ? პრობლემის გადაჭრაში ეს წვეთები დაგეხმარებათ!

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ რეცეპტს, რომელიც ამ პრობლემის დამარცხებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, თუ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, პირველ რიგში, მიმართეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. თვითმკურნალობა შიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენთვის!

მინის ჭურჭელში აყენებთ 1 ლიტრ სახლის კონიაკს, უმატებთ ცოტაოდენ ხმელ კრაზანას ბალახს, ქონდარს, კალენდულას (გულყვითელა) ყვავილებს, როზმარინს და ჭინჭარს. ხუფავთ ყველაფერს ერთად და 15 დღის განმავლობაში ინახავთ ბნელ და მშრალ ადგილას.

15 დღის შემდეგ გადაწურავთ სითხეს და მიიღებთ წვეთების სახით.

მიღების წესი:

სვამთ დღეში ორჯერ ათ-ათი წვეთის ოდენობით.

ვიდეო, რომელშიც მოცემულია ვარჯიშები სპეციალურად სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.



გისურვებთ ჯანმრთელობას!