თქვენ სისხლის მიმოქცევის პრობლემა გაქვთ? ჩვენ გასწავლით ამ პრობლემის 20 წუთში მოგვარების ხერხს!

თქვენ სისხლის მიმოქცევის პრობლემა გაქვთ? ჩვენ გასწავლით ამ პრობლემის 20 წუთში მოგვარების ხერხს!
ასაკის განურჩევლად, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემებისგან უამრავი ადამიანი იტანჯება. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი წარმოადგენს.

ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაბალანსებულია ჩვენი კვება და რამდენად აქტიურები ვართ ფიზიკურად. ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილისა და არასწორი კვების გამო ორგანიზმში სისხლის ცირკულაცია სერიოზული დაბრკოლებების წინაშე დგას, რადგან ის დატვირთულია ცხიმებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით, რასაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა საშინელ დაავადებებამდე მივყავართ.

დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია წარმოგიდგენთ ვარჯიშების სერიას, რომელიც იდეალურად ერგება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზანს, მაგრამ გახსოვდეთ სწორ და კარგ კვებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
  1. აზიდვები ჰორიზონტალურ ღერძზე
    მთელი სხეულით აზიდვა - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიში, რომელიც სისხლის მიმოქცევას საგრძნობლად აუმჯობესებს.

  2. ვარჯიში კისრისთვის
    შეასრულეთ თავის ნელი მოძრაობები: გადახარეთ თავი მარცხნივ და შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით, ხოლო შემდეგ გაიმეორეთ იგივე საპირისპირო მხრისთვის. არ დაგავიწყდეთ იგივე მოძრაობების შესრულება თავის წინ და უკან გადახრით. შეასრულეთ ეს ვარჯიშები ნელ-ნელა თითოეული მხრისთვის მინიმუმ 10-ჯერ.

  3. აზიდვები იატაკიდან
    შეასრულეთ 10 აზიდვა ყოველ დილით, პირდაპირ აბაზანის მიღების შემდეგ. ასე თქვენ შეძლებთ ხელებში სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას.

  4. გასეირნება.
    ისეირნეთ კვირაში მინიმუმ 2-3_ჯერ. ასე თქვენ შეძლებთ ქვედა კიდურებში სისხლის ციკულაციის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ფეხით სეირნობა მთლიან ორგანიზმს აჯანსაღებს.

  5. ცეკვა
    ნუთუ სტრეს ცეკვაზე უკეთ რამე უმკლავდება?! ცეკვა, რა თქმან უნდა, მოგიხსნით დაძაბულობას და თავისთავად გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ვინაიდან ამ დროს მთელი სხეული მუშაობს.