აქციეთ წამწამები ღირსშესანიშნაობად: ეს საშუალება დაგიგრძელებთ და გაგისქელებთ წამწამებს

აქციეთ წამწამები ღირსშესანიშნაობად: ეს საშუალება დაგიგრძელებთ და გაგისქელებთ წამწამებს
გრძელი, ლამაზი და მოცულობითი წამწამების ქონა თითოეული ქალბატონის ოცნებაა. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, რადგან გრძელი და მოცულობითი წამწამები ძალზედ მიმზიდველად და ლამაზად გამოიყურება.

წამწამების ცვენა შეიძლება განპირობებული იყოს უამრავი ფაქტორით: ჰორმონალური ცვლილებები, თვალის ინფექციები, საკვები ნივთიერებების დეფიციტი, გენეტიკა, ასაკი და სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში წამწამების შეთხელება შეიძლება მაკიაჟის ხშირმა გამოყენებამაც განაპირობოს.

ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად საჭიროა საკუთარ წამწამებზე რეგულარულად ზრუნვა. საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური საშუალებები, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებაში გვეხმარება. საჭირო მონდომება, მცირეოდენი მოთმინება და ძალიან მალე თქვენი წამწამები საოცრად ლამაზი და მიმზიდველი გახდება!

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი;
  • 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი;
  • 2 სუფრის კოვზი E ვიტამინის ზეთი;

ინსტრუქცია:

თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ მინის კონტეინერში და კარგად შეანჯღრიეთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის ტუშის კონტეინერი, რომლის შეძენასაც თავისუფლად შეძლებთ ინტერნეტ მაღაზიების მეშვეობით.

წაისვით მიღებული საშუალება სუფთა წამწამებზე ყოველდღიურად, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. 1 თვის შემდეგ თქვენი ყველა დაქალს შეშურდება!



არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!