როგორ დავაჩქაროთ წამწამების ზრდის პროცესი ბუნებრივი საშუალებებით.
წამწამების თმის ღერის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 150 - 200 დღეა. შემდეგ ისინი იცვლება ახალი ღერებით. თუ ქუთუთოებზე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, წამწამები თხელდება, ადვილად ტყდება. მათზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ისეთი ქიმიური საღებავი, როგორიცაა ურზოლი.
- უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ წამწამებიდან ყოველ საღამოს უნდა მოვიცილოთ დღის განმავლობაში დაგროვილი მტვერი და მითუმეტეს კოსმეტიკური საღებავები. წარბებისა და ქუთუთოების დასაბანად შეიძლება გამოვიყენეოთ კამის წყალი.
- მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ქალის სახეს ალამაზებს გრძელი და ხშირი წამწამები. მათი ზრდის სტიმულირებისათვის კარგია ვაზელინის ან ქაფურის ზეთის გამოყენება. ეფექტურია მათი ნაერთიც.
უნდა ავიღოთ 4 გრ ქაფურის ზეთი და 10 გრ ვაზელინი, შეურიოთ ერთმანეთში და ძილის წინ ( შეიძლება დილითაც ), კარგად შევიზილოთ წამწამებში.