კუჭის შემაწუხებელი ტკივილის სამკურნალო, გამოცდილი ხალხური რეცეპტი.

კუჭის შემაწუხებელი ტკივილის სამკურნალო, გამოცდილი ხალხური რეცეპტი.
გაწუხებთ კუჭის ტკივილი და არ იცით როგორ უმკურნალოთ მას წამლების გარეშე? FPAPARAZZI-ს თქვენთვის გამოცდილი და ნამდვილად მოქმედი ხალხური რეცეპტი აქვს მომზადებული.

ინგრედიენტები:
  • 1 პაკეტი დარბილებული კარაქი (200გრ)
  • 1 ჩ/კ ასფურცელას ბალახი
  • 1 ჩ/კ კრაზანა ბალახი
  • 1 ს/კ გულყვითელას ყვავილი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. აიღეთ მცენარეული ინგრედიენტები და დავფქვათ ხორცსაკეპით ან ყავის საფქვავით. შეურიეთ მიღებული ფხვნილი კარაქს. შედეგად თქვენ მიიღებთ ფაფუკ მცენარეულ კარაქს.

  2. ხორბლის ან წიწიბურის შავ პურზე გადაუსვით ერთი ჩაის კოვზი დამზადებული მცენარეული კარაქი და მიირთვით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. (აუცილებელია ყოველი ლუკმის კარგად დაღეჭვა).

  3. სწორედ ეს სენდვიჩი წარმოადგენს შესანიშნავ მკურნალს კუჭის ტკივილისას, ვინაიდან მოცემული მცენარეები, განსაკუთრებით კი კრაზანას ბალახი, ფლობს შესანიშნავ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ეს კარაქი დაგიამებთ კუჭს. რაც შეეხება ხორბლისა და წიწიბურის შავ პურს, ის სტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას.