ორი ერთში: შინ მომზადებული მარციპანიანი და ალუბლიანი ნამცხვრების რეცეპტი!

ორი ერთში: შინ მომზადებული მარციპანიანი და ალუბლიანი ნამცხვრების რეცეპტი!
როგორც წესი, ყველას აქვს იმ კერძების სია, რომლებსაც თავად ვერასოდეს მოამზადებს, მაგრამ ფულს გადაიხდიდა. ხანდახან ამის მიზეზი რთული რეცეპტი ან ეგზოტიკური ინგრედიენტებია. fpaparazzi გარწმუნებთ: ამჯერად თქვენ ხელს არ შეგიძლიათ არც ერთი და არც მეორე მიზეზი. ეს ტკბილი და გემრიელი ნამცხვრები ალუბლით ერთნაირად სწრაფად მზადდება და იჭმება.

საჭირო მასალა:

  • ალუბლის წვენი 200 მლ
  • სახამებელი 1 ს/კ
  • ნუში 100 გ
  • ნუშის ექსტრაქტი 1 ჩ/კ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 30 გ
  • დაკონსერვებული ალუბალი (კომპოტი) 200 გ
  • შაქრის პუდრა 80 გ
  • ვანილის ექსტრაქტი 0,25 ჩ/კ
  • ფენოვანი ცომი 500 გ


მომზადების წესი:

  1. ალუბლის წვენს დაუმატეთ შაქარი და სახამაბელი და დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ალუბლები და გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და გაყავით ერთი ზომის სწორკუთხედებად. ნახევარ სწორკუთხედებზე გააკეთეთ 3-3 ნასვრეტი. გამოიყენეთ 1,5 სმ დიამეტრის პირის მქონე ნებისმიერი ნივთი (მაგალითად ბოთლის სახურავი).
  3. ახლა მოამზადეთ განსაკუთრებული გულსართი - მარციპანი. მოხარშეთ ნუში ადუღებულ წყალში 2 წუთის განმავლობაში. ამას იმისათვის აკეთებთ, რომ მარტივად გააცალოთ ნუშს კანი. გაფცქვნილი ნუში დააბლენდერეთ ფაფისებური მასის მიღებამდე და შეურიეთ შაქრის პუდრა, ვანილისა და ნუშის ექსტრაქტი. აურიეთ ერთგვაროვანი ელასტიკური ცომის მასის მიღებამდე.
  4. გააბრტყელეთ მაციპანი და დაჭერით ცომის სწორკუთხედებზე პატარა სწპრკუთხედებად. დაალაგეთ მარციპანის ნაჭრები ცომისას (რომლებსაც არ აქვს ნასვრეტები), მოასხით ალუბლის სოუსი და დაალაგეთ ალუბლები ისე, რომ კიდეებამდე 1 სმ ადგილი დატოვოთ. ზემოდან დაადეთ ნასვრეტებიანი ცომის ნაჭრები და კარგად შეაწებეთ კიდეები (შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩანგალი).
  5. წაუსვით ნამცხვრებს ათქვეფილი კვერცხი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.