არაჩვეილებრივი და ძალიან მარტივი საშუალება გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ!
ფეხის ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია, თხილის ფოთლით ვმკურნალობ. გამოსადეგია მხოლოდ რბილი, ნორჩი, მწვანე ფოთლები, მასში უხვადაა სასარგებლო ნივთიერებები. ასეთი ფოთლები გააშრეთ ჩრდილში.
მისი ჩაი ძალიან მარტივად მზადდება:
1 ს/კ დანამცეცებული ფოთოლი ჩაყარეთ ფაიფურის ჩაიდანში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და დადგით 15 - 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ოთხჯერ დღეში. გადანაწური ფოთლები შეგიძლიათ დაიდოთ მტკივნეულ ვენებზე.
ეს რეცეპტი დეიდამ მასწავლა, ასეთი ჩაით ის კაპილარებს " ისუფთავებდა". მისგან ვიცი, რომ ეს წამალი უხდება სისხლძარღვებს, იცავს მათ ქოლესტერინისგან და ყველანაირი ნალექისგან. დეიდაჩემი, მიუხედავად ასაკისა ( იგი 83 წლისაა ), ახლაც მხნედაა, გონებაც საღი აქვს, არც თვალს აკლია, თავსაც უვლის, ოჯახსაც და თითქმის არასოდეს ხდება ავად. მე კი ამ რეცეპტს უკვე რამდენი წელია, ვხმარობ. ტკივილმა მიკლო, ფეხები იშვიათად მიშუპდება.
ექიმის კომენტარი:
თხილის ფოთლები მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც მართლაც აქვს ანტისკლეროზული, ანგიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებები. თუმცა მსგავსი მცენარეული საშუალებების გამუდმებით, შეუსვენებლივ გამოყენებას არ გირჩევთ - უმჯობესია 1,5 - 2 - თვიანი კურსის შემდეგ 1 თვე მაინც დაისვენოთ.