მეგობრის დედამ გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ ერთი საშუალება მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა
ვენების ვარიკოზული გაგანიერება ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც უმეტესად ქირურგიულად მკურნალობენ, თუმცა, როგორც ექიმმა მითხრა, ზოგჯერ ფონს გასვლა ოპერაციის გარეშეც შეიძლება, თუ ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატება 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს.
რამდენიმე წელია, მაწუხებს ვენების გაგანიერება (ფეხებზე ვენები მემჩნევა). მდგომარეობა უფრო მეტად დამიმძიმდა მშობიარობის შემდეგ. მეგობრის დედამ რომ შეამჩნია ჩემი პრობლემა, ერთი საშუალება მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა:
რამდენიმე წელია, მაწუხებს ვენების გაგანიერება (ფეხებზე ვენები მემჩნევა). მდგომარეობა უფრო მეტად დამიმძიმდა მშობიარობის შემდეგ. მეგობრის დედამ რომ შეამჩნია ჩემი პრობლემა, ერთი საშუალება მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა:
- უნდა შეაგროვოთ თხილის ნორჩი, მწვანე ფოთლები, გაახმოთ ჩრდილში და მისგან ჩაი მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყაროთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახუროთ სახურავი და 15-20 წუთი დადგათ. შემდეგ ეს ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ 1/2-1/2 ჭიქა. გადაწურული ფოთლები არ გადაყაროთ, ფეხებზე დაიდეთ, სადაც ვენები გემჩნევათ.
გაგანიერებულ ვენებს თაფლი და ნიორიც უხდება - თაფლისა და ნივრისგან მომზადებული საშუალება ააქტიურებს ვენის დრენაჟულ ფუნქციას, რაც უხდება როგორც თავად ვენებს, ისე მთელ ორგანიზმს.
- აიღეთ 250 გრამი გარჩეული, გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, დადგით 1 კვირით და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
აძლიერებს და ვენურ ტონუსს ზრდის სვიის გირჩების ნახარშიც: - 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთით გაათბოთ წყლის აბაზანაში და მიიღოთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე. რაკი სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, სასურველია, მეორედ ძილის წინ დალიოთ. შეგიძლიათ, ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი ვარიკოზულად გაფართოებულ ვენებზე დაიდოთ.