ორიგინალური სალათა ჭარხლითა და ხორცით

ორიგინალური სალათა ჭარხლითა და ხორცით
სალათა „გენერალი“ ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც განურჩევლად ყველას უყვარს.

საჭირო მასალა:

  • რბილი ხორცი 250გ
  • ჭარხალი 2 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • კვერცხი 4 ცალი
  • სტაფილო 2 ცალი
  • მაგარი ყველი 100 გ
  • მაიონეზი 5 ს/კ


მომზადების წესი:

  1. ხორცი, კვერცხი, სტაფილო და ჭარხალი მაგრად მოხარშეთ. გათალეთ და გახეხეთ. ხორცი დაჭერით წვრილ კუბებად, ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ მაიონეზი.

  2. სასურველ ფორმაში ჩააფინეთ სალათის ფოთლები.

  3. 1 ს/კ მაიონეზი აურიეთ ხორცთან ერთად და მოათავსეთ ფორმაში.

  4. შემდეგ სტაფილო და მაოსხით მაიონეზი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მაიონეზი.

  5. შემდეგ ფენად მოაყარეთ გახეხილი კვერცხი და მაიონეზი.

  6. ზედა ფენად მოაყარეთ გახეხილი ჭარხალი.

  7. რამდენიმე საათით შედგით მაცივარში.

  8. სალათა შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით ან დაჭრილი ნიგოზით.


გემრიელად მიირთვით