როგორ უნდა დავატენიანოთ ზათარში მშრალი და ნორმალური სახის კანი.
ზამთარში ნორმალური და მშრალი კანი ( განსხვავებით ცხიმიანისგან ), კიდევ უფრო შრება. თუნდაც დღის განმავლობაში გარეთ გასვლა არ მოგიხდეთ, ჩვენს ბინებში არსებული გათბობის სისტემა, ზედმეტად აშრობს ჰაერს. ამიტომ სახის კანი დღეში ორჯერ მაინც უნდა დავატენიანოთ.
- დატენიანება ხდება თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
- კარგ ეფექტს იძლევა სახის დაბანა მაწვნით.
- დღის მეორე ნახევარში უნდა გაიკეთოთ ორთქლის აბაზანა. აბაზანის ხანგრძლივობა უნდა იყოს 15 - 20 წუთი.
- შესანიშნავ შედეგს იძლევა სახის კანის გაწმენდა ფორთოხლის ნაჭრით.
- საღამოს კარგია მატონიზირებული მასაჟის გაკეთბა, ყინულის ნაჭრით. ეს პროცედურა ეხმარება კანს, ტემპერატურის ცვლილებისადმი მედეგობის გამომუშავებაში.