მარტივი და იაფი საშუალებები თვალის ჩაშავებული უპეებიის მოსაშორებლად!

მარტივი და იაფი საშუალებები თვალის ჩაშავებული უპეებიის მოსაშორებლად!
რაც არ უნდა კარგი სახის კანი გქონდეთ თუ თვალები უსიცოცხლოდ და დაღლილად გამოიყურებიან, სახეს მომხიბვლელს ვერ უწოდებენ.

  • თუ თვალების ქვემოთ დაღლილობის ან უძილობისგან მუქი ფერის წრეები გაქვთ, აიღეთ ორი ძალიან ნაზი, თხელი ცხვირსახოცი. თითოეულ მათგანში გაახვიეთ თითო - თითო კოვზი ხაჭო და დაიდეთ თვალებზე ათი წუთით.

  • ძალიან ეფექტურია შემდეგნაირი პროცედურაც, ავიღოთ ერთჯერადი ჩაის 2 პაკეტი, გადავასხათ ადუღებული წყალი და ცოტახნით შევდოთ საყინულეში. შემდეგ ეს პაკეტები 10 წუთით დავიდოთ თვალებზე ან თვალების ქვემოთ.

  • თვალების წარმოქმნილი ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის, ეფექტური საშუალებაა ხორბლის ან ნუშის ზეთი. ყოველ საღამოს თვალების გარშემო შეიზილეთ ერთ - ერთი მათგანი და დაიტოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, ზეთის ნარჩენი მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...