კოვზები შეშუპებული თვალების წინააღმდეგ - რამდენიმე საჭირო რჩევა

კოვზები შეშუპებული თვალების წინააღმდეგ - რამდენიმე საჭირო რჩევა
წარმოგიდგენთ რამდენიმე ნატურალურ საშუალებას შესიებული თვალების ჩასაცხრობად. ამ მეთოდების გამოყენებას დერმატოლოგები და ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლები გვირჩევენ.

  • ცივი კოვზები/ყინულის კუბიკები



    ძველებური და კარგად ნაცადი მეთოდი შეშუპებული თვალების ჩასაცხრობად - ცივი კოვზებია. თუკი მიდრეკილება გაქვთ თვალების შესიებისკენ, საყინულეში მუდმივად გქონდეთ ორი ცალი სუფრის კოვზი. საჭიროების შემთხვევაში გამოიღეთ, ერთი წუთი დაიცადეთ და დაილაგეთ შესიებულ ადგილებზე 2-3 წუთით. ასევე შეგიძლიათ, თხელ ხელსახოცში გაახვიოთ ყინულის კუბიკები და ნაზად მიიჭიროთ შეშუპებულ ადგილებზე.

  • მწვანე ჩაის საფენები

    კოვზები შეშუპებული თვალების წინააღმდეგ - რამდენიმე საჭირო რჩევა

    მწვანე ჩაი კოფეინის წყაროა, რომელიც სისხლძარღვების შევიწროვებას უწყობს ხელს და შესაბამისად, შეშუპებების ჩასაცხრობად უებარი საშუალებაა. აიღეთ ჩაის ორი პაკეტი, მოათავსეთ გამდინარე ცივ წყალში, გაწურეთ და შეაწყვეთ მაცივარში, სანამ კარგად არ გაცივდება. გაცივებული პაკეტები დაიწყვეთ თვალებზე 10 წუთით, შემდეგ სახე ჩამოიბანეთ. ასევე შეგიძლიათ, მოამზადოთ კონცენტრირებული მწვანე ჩაი, გააგრილოთ და ყინულის დასამზადებელ ფორმაში გაყინოთ. გაახვიეთ ჩაის ყინული თხელ ხელსახოცში და ნაზად მიიჭირეთ შეშუპებულ ადგილზე.

  • კიტრის ნაჭრები



    კიტრი თავისი შემცველობის წყალობით, არაჩვეულებრივი დამამშიდებელი და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა. ის კარგად ამშვიდებს შეშუპებულ თვალებს. მაცივრიდან ახლადგამოღებული კიტრი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. დაწექით და დაიწყვეთ თვალებზე კიტრის ნაჭრები. ნაზად მიიჭირეთ კანზე. 5 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე.