საოცარი ფხვნილი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, ხელს უწყობს წონაში კლებას და არამხოლოდ!

საოცარი ფხვნილი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, ხელს უწყობს წონაში კლებას და არამხოლოდ!
კაკაოს მოყვარულებისთვის მთელი რიგი კარგი ამბები გვაქვს: აღმოჩნდა, რომ კაკაოს ფხვნილი უამრავ ფასდაუდებელ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის სწორი მუშაობისთვის და მშვენიერი გარეგნობისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ მცირედია, რისთვის უნდა დავაფასოთ ეს არომატული პროდუქტი.

კაკაოს სასარგებლო თვისებები
  1. კოფეინის მიზერული შემცველობის მიუხედავად, ეს გახლავთ მაცოცხლებელი და მატონიზირებელი სასმელი.
  2. კაკაოში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს მეხსიერებას, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.
  3. კაკაოში შემავალი თუთია აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას.
  4. ასევე, კაკაო შეიცავს ეპინატეხინს, რომელიც ამაღლებს საერთო იმუნიტეტს. ეს ნივთიერება ხელს უშლის ინფარქტის, ინსულტის, დიაბეტისა და კიბოს წარმოშობასაც კი.
  5. ფინჯან კაკაოს შეუძლია შიმშილის გრძნობის გაქრობა. მაღალი კალორიულობის მიუხედავად, იგი არ იწვევს სხეულის მასის მომატებას.
  6. კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგნიუმსა და ვიტამინებს, ის განსაკუთრებით სასარგებლოა 40 წელს გადაცილებულებისთვის.


როგორ მოვამზადოთ კაკაოს გემრიელი სასმელი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა რძე
  • 1,5 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 0,5 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
  • შაქარი ან სტევია გემოვნებით


მომზადების წესი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი მომცრო თასში და დადგით ცეცხლზე. ინტენსიურად მოურიეთ. ცხელი სასმელი გადმოდგით და გადაასხით ლამბაქებში.
მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, მიიწვიოთ მეგობარი და დატკბეთ მშვენიერი სასმელით.