შესანიშნავი რეცეპტი: კაკაოს გამოყენება ჯანმრთელობისათვის

შესანიშნავი რეცეპტი: კაკაოს გამოყენება ჯანმრთელობისათვის
კაკაოს მარცვლებში დაახლოებით 300 ნივთიერებაა, რომლებიც სხვადასხვა გავლენას ახდენს ორგანიზმზე. კაკაო შედის შოკოლადის შემადგენლობაშიც და ცნობილია როგორც განწყობის (სეროტონინი - "ბედნიერების ჰორმონი") და შრომისუნარიანობის ასამაღლებელი საშუალება (კოფეინი).

როგორც მრავალრიცხოვანი გამოცდილება და პრაქტიკა შეგვიძლია დავიმოწმოთ, კაკაო შესაძლებელია არა მხოლოდ გემრიელი სასმელი შეიძლება იყო უფროსებისა და ბავშვებისთვის, ასევე სამკურნალო ეფექტის მქონდე სასმელიც სხვადასხვა გაღიზიანებისა ან გადახრისას. ყველასთვის ცნობილია, რომ კაკაო სასარგებლოა იმით, რომ შეუძლია შეასრულოს ზოგად-გამაჯანსაღებელი და მატონიზირებელი მოქმედებები. არსებობს გარკვეული რეცეპტები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების მკურნალობაშიც დაგეხმარებათ, ამისათვის სახლში მუდმვად უნდა გვქონდეს კაკაოს ფხვნილი და ზეთი.

კაკაოთი სურდოს სამკურნალოდ დაამზადეთ შემდეგი ნაზავი:
  • 15 მლ კაკაოს ზეთი,
  • 20მლ გულყვითელას (კალენდულა) -ს წვენი,
  • 30მლ აპლიპიხის წვენი
  • რამოდენიმე წვეთი თაფლი და დინდგელი (პროპოლისი).

ნაზავის გამოყენება:
  1. დაასველეთ ტამპონები ამ ნაზავით
  2. მოითავსეთ ის ნესტოებში გარკვეული დროით
  3. პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამოდენიმეჯერ


კაკაო ასევე გვეხმარება სხვადასხვა სახის ფილტვების დაავადებისას.
ამისათვის დაგჭირდებათ:
  • 100 გრამი კაკაოს ფხვნილი
  • 100 გრამი კარაქი
  • რამოდენიმე წვეთი ალოეს წვენი

გამოწყენების წესი:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
  2. ერთ ჭიქა ცხელ რძეში დაუმატეთ ერთი კოვზი ნაზავი და მიირთვით