ნახეთ, რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც ყოველდღიურად 1 ჭიქა კაკაოს ვიღებთ.

ნახეთ, რა ემართება ადამიანის ორგანიზმს, როდესაც ყოველდღიურად 1 ჭიქა კაკაოს ვიღებთ.
ეს უგემრიელესი სასმელი ტვირთავს ჩვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით და გვიცავს ვირუსებისგან და ინფექციებისგან. დიახ, არ მოგესმათ! კაკაო, რომელიც ყველას გვიყვარს, ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ეს გასაოცარი პროდუქტი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც გვიუმჯობესებს მეხსიერებას და სტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას. გარდა ამისა, კაკაო გვეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში.

ეს პროდუქტი ნამდვილი ლიდერია სხვა სასარგებლო პროდუქტებს შორის, რადგან ის შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, განსაკუთრებით კი თუთიას, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.

კაკაოს მარცვლები გამდიდრებულია ცილებით (12-15%), სასარგებლო ცხიმებით, ნახშირწყლებით (6-10%), B ჯგუფის ვიტამინებით, ბოჭკოებით და ანტიოქსიდანტებით.

უახლესი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ კაკაო შეიცავს დიდი რაოდენობით კოკოჰილით - შენაერთი, რომელიც კანის უჯრედების ზრდა-გამრავლებას უწყობს ხელს. ყოველივე ამის შედეგად ჩვენ ვიზღვევთ თავს ნაოჭების გაჩენისგან და კანის ნაადრევი დაბერებისგან.

გარდა ამისა, ეპიკატეხინი, რომელიც ჭარბადაა კაკოს მარცვლებში, იცავს ჩვენს ორგანიზმს ისეთი სერიოზული დაავადებებისგან, როგორიცაა: სიმსივნე, დიაბეტი, ინფარქტი და ინსულტი.

ამერიკელმი მეცნიერების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ კაკაო გაცილებით მაღალკალორიული პროდუქტია, ვიდრე ჩაი და ყავა, ის სხეულის მასის დარეგულირებაში გვიწყებს ხელს. კაკაოს სულ მცირე ულუფა საკმარისია დასანაყრებლად. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი სურვილი წონაში დაკლებაა, მიირთვით ყოველდღიურად 1 ფინჯანი ეს ძალზედ არომატული და გემრიელი სასმელი.

რეკომენდირებულია ამ სასმელის მიღება დღის პირველ ნახევარში. კაკაოში შემავალი ბუნებრივი პიგმენტი, მელანინი, იცავს ჩვენს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან.

კაკაოს ეს რეცეპტი, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, გაგაოცებთ საკუთარი არომატითა და ჩვენს ორგანიზმზე მისი სასარგებლო გავლენით:

კაკაო, დარიჩინი და მიხაკი - 3 საოცრად სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ებრძვის ჩვენს ორგანიზმში მიკრობებს და გვიცავს ვირუსებისგან, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში. კაკაო ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც გამდიდრებულია მაგნიუმითა და ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებით. ყოველივე ამის გამო, ეს პროდუქტი წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩენთვის, განსაკუთრებით კი 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმქოცევას და ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. მიხაკი ფლობს ანტისეპქტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს.

ინგრედიენტები:
  • 2 ჭიქა რძე (რეკომენდირებულია ნუშის რძე);
  • 1 ან 1/2 ს.კ კაკაოს ფხვნილი;
  • 1 ჩ.კ დარიჩინი;
  • 1 მწიკვი მარილი;
  • 1/4 ჩაის კოვზი სტევია (სურვილისამებრ).

მომზადება:

პატარა ზომის ქვაბში ჩაყარეთ მოცემული რაოდენობით კაკაო, დარიჩინი, მარილი და დაასხით 2 ჩაის ჭიქა რძე. დადგით ნარევი დაბალ ცეცხლზე და მოითმინეთ იქამდე, სანამ თითოეული ინგრედიენტი რძეში ბოლომდე არ გაიხსნება (ურიეთ მუდმივად). მიირთვით ეს სასმელი ყოველდღიურად დღის პირველ ნახევარში.