ფუნთუშები კეფირის ცომზე ვაშლით: არომატული და ფუმფულა

ფუნთუშები კეფირის ცომზე ვაშლით: არომატული და ფუმფულა
ასეთი ფუნთუშები ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ მოამზადოთ. თანაც ჩაისაც უხდება და ყავასაც.

საჭირო მასალა:

  • კეფირი 250 მლ
  • ფქვილი 500 გ
  • მცენარეული ზეთი 50 მლ
  • მშრალი საფუარი 10 გ
  • ვაშლი 2 ცალი
  • ლიმონის წვენი 0.5 ს/კ
  • წყალი 100 მლ
  • მარილი 0.5 ჩ/კ
  • შაქარი 9 ს/კ
  • კვერცხი 2 ცალი
  • დარიჩინი 0.5 ჩ/კ


მომზადების წესი:

1. ღრმა ჯამში ჩაასხით კეფირი, წყალი, მარილი, 5 ს.კ შაქარი, 1 კვერცხი, მცენარეული ზეთი და საფუარი. ყველაფერი კარგად აურიეთ. შემდეგ კი დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
2. ცომი დადგით თბილ ადგილას 30 წუთით ამოსაფუებლად.
3. ვაშლი გათალეთ, ძალიან წვრილად დაჭერით ან გახეხეთ. დაუმატეთ 2 ს.კ შაქარი, დარიჩინი და ლიმონის წვენი.
4. ცომის ნაწილი გააბრტყელეთ, მოათავსეთ მის შუაგულში ვაშლის გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით, შემდეგ დასერეთ.
5. მხოლოდ ამის შემდეგ გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფუნთუშა დააწყვეთ ცხიმწასმულ ფორმაზე და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით