ფუმფულა ფუნთუშები ნიგვზით, რომლითაც ოჯახის ყველა წევრის გულს მოიგებთ

ფუმფულა ფუნთუშები ნიგვზით, რომლითაც ოჯახის ყველა წევრის გულს მოიგებთ
შინ გამომცხვარი ფუმფულა ფუნთუშა და ცხელი ჩაი ნამდვილი ნეტარებაა. განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ფუნთუშები უგემრიელესია. მსოფლიოში ფუნთუშის ათასობით რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შეგირჩიეთ.

საჭირო მასალა:

  • ფქვილი- 1კგ
  • შაქარი- 210გ
  • კარაქი-200გ
  • ვანილი- 10გ
  • დარიჩინი- 1ჩ.კ
  • რძე- 530მლ
  • ნიგოზი- 200გ
  • მშრალი საფუარი-20გ
  • მცენარეული ზეთი- 2ს.კ
  • კვერცხი- 2ცალი


მომზადების წესი:

1. საფუარი გახსენით 500 მლ თბილ რძეში. დაუმატეთ 130გ შაქარი და ვანილი. გააჩერეთ 5 წუთით.
2. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე და ათქვიფეთ. ისე რომ თქვეფა არ შეაჩეროთ, დაუმატეთ ფქვილი, მარილი და 150გ დარბილებული ან გამდნარი კარაქი.
3. მოზილეთ ელასტიური ცომი. დადგით თბილ ადგილას და აცადეთ ამოფუება.
4. გულსართისთვის ნიგოზი მოხალეთ და გაატარეთ. დარჩენილი კარაქი გაადნეთ და დაუმატეთ ნიგოზი, დანარჩენი შაქარი და რძე.
5. ცომი დაანაწევრეთ, დააბრტყელეთ, მოათავსეთ გულსართი და შეკარით სასურველ ფორმებად.
6. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით