ერთი ყველაზე იაფი მალამო კანთან დაკავშირებლი უამრავი პრობლემის გადასაჭრელად!

ერთი ყველაზე იაფი მალამო კანთან დაკავშირებლი უამრავი პრობლემის გადასაჭრელად!
თითოეული ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 160 ათას კილომეტრს ფეხით გადის. ნამდვილად დიდი ციფრია, არა? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ფეხები ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის, ისინი საგრძნობლად ზიანდება. ფეხების არასწორი მოვლისა და არასწორი ჰიგიენის შედეგად თავს იჩენს ისეთი უსიამოვნო მოვლენები, როგორიც ქუსლების ჰიპერკერატოზი, ანუ კანის გარქოვანება და კოჟრების გაჩენაა.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ ხალხურ მალამოს, რომლის დახმარებითაც პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 20 გრამი სარეცხი საპონი;
  • 50 გრამი დაქუცმაცებული ხახვი;
  • 1 ს.კ არაჟანი;
  • 1 ს.კ თაფლი.

მომზადება:

სარეცხი საპონი გახეხეთ წვრილ სახეხზე. თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დამზადებული მალამო წაისვით თხელ ფენად კანის პრობლემურ ზედაპირზე, გადაიხვიეთ დოლბანდი და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით, გაღვიძებისთანავე მოიხსენით სახვევი და დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. პირველივე პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილება თვალსაჩინო იქნება.

ეს მალამო არაჩვეულებრივია არა მხოლოდ კოჟრების მოსაშორებლად, არამედ ქუსლების და ზოგადად ფეხების კანის მოსავლელად.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!