მან სარეცხ მანქანაში უბრალო ფხვნილი მოათავსა, რომელიც ყველა სახლში მოიპოვება. შედეგი გასაოცარია!
კალცინირებული სოდა (Na2CO3) - ეფექტური და ეკონომიური საშუალება. ამ პროდუქტისთვის გაცილებით მაღალი ტუტე აქტიურობაა დამახასიათებელი, ვიდრე საკვები სოდისთვის, რის გამოც მას ხშირად გამოიყენებენ დიასახლისები სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად. კალცინირებულ სოდაზე არჩევნის გაკეთებით თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ თანხას, რომელიც სპეციალური ქიმიური ნივთიერებების შესაძენად გქონდათ გადანახული, არამედ არ ავნებთ საკუთარ ჯანმრთელობას.
კალცინირებლი სოდა არაჩვეულებრივი საშუალებაა კერამიკული და ფაიფურის ჭურჭლის გასარეცხად, კაფელის, ნიჟარის და იატაკის მოსაპრიალებლად, გაჭედილი მილების გასასუფთავებლად და ა.შ. მისი დახმარებით ასევე შეძლებთ ლოგინის თეთრეულისთვის პირვანდელი თეთრი ფერის დაბრუნებას.
ეს ძალზედ ეფექტური საშუალება, რომელიც უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, სულ რაღაც თეთრები ღირს. დღესდღეობით ყველა უფოსფორო სარეცხი ფხვნილი კალცინირებულ სოდას შეიცავს.
''Fpaparazzi''_ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ დაუბრუნოთ ლოგინის თეთრეულს პირვანდელი სისუფთავე და გარეცხოთ ბავშვის ტანსაცმელი კალცინირებული სოდის დახმარებით.
1. სარეცხი მანქანა
უნდა ავღნიშნოთ, რომ კალცინირებლი სოდა გამოდგება მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ბოჭკოების გასარეცხად (ბამბა, სელი), ხოლო აბრეშუმისთვის ამ საშუალების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. უსაფრთხოების ზომები: კალცინირებული სოდა შეინახეთ საკვები პროდუქტებისგან მოშორებით ისეთ ადგილას, სადაც ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ. ამ ნივთიერების გამოყენებისას უკეთესი იქნება, თუ ისარგებლებთ რეზინის ხელთათმანებით.
ყველაზე ეფექტური საშუალება ლოგინის თეთრეულისთვის პირვანდელი ფერის დასაბრუნებლად - კალცინირებული სოდა. 5 კგ მშრალ თეთრეულზე გამოიყენეთ დაახლოებით 1 ჭიქა სოდა. ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ განყოფილებაში და დაიწყეთ რეცხვა 50-70 °С_ის პირობებში. არ დაგავიწყდეთ სარეცხ მანქანაზე გავლების რეჟიმის მითითება. ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ გარეცხეთ თეთრეული ჩვეულებრივი მეთოდით.
კალცინირებლი სოდა ასევე გამოიყენება წყლის დასარბილებლად: 2-3 ს.კ სოდა მოაბნიეთ სარეცხი მანქანის ბარაბანში. ასე თქვენ შეძლებთ ყოველ რეცხვაზე გამოსაყენებელი სარეცხი ფხვნილის რაოდენობის შემცირებას.
2. ბავშვის ტანსაცმლის გარეცხვა
კალცინირებული სოდა - იდეალური საშუალება ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხად! მოიმარჯვეთ 50 გ საბავშვო საპონი, 45 გ კალცინირებული სოდა და 1 ლიტრი წყალი. მდუღარე წყალში ჩაყარეთ წვრილად დაქუცმაცებული საპონი, სოდა და განაგრძეთ დუღება იქამდე, სანამ არ მიიღებთ ჟელატინის მაგვარ მასას. დუღილის პარალელურად მიღებულ მასას ურიეთ რაც შეიძლება ხშირად და კარგად.
როდესაც მიღებული სარეცხი საშუალება გაცივდება, ჩაამატეთ მასში რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი. 5 კილოგრამი თეთრეულის გასარეცხად მოათავსეთ 2 ს.კ მიღებული გელი პირდაპირ სარეცხი მანქანის ბარაბანში.
ამ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი საშუალებით შეძლებთ არა მხოლოდ თეთრეულისა და ტანსაცმლის ეფექტურად გარეცხვას, არამედ იზრუნებთ საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.
თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს.