თუ თქვენ სამზარეულოს დალაგების დრო და ხალისი არ გაქვთ, გამოიყენეთ ეს 9 ხრიკი!

თუ თქვენ სამზარეულოს დალაგების დრო და ხალისი არ გაქვთ, გამოიყენეთ ეს 9 ხრიკი!
თითოეულმა დიასახლისმა კარგად იცის, რომ სახლის დალაგება-დასუფთავებისას ყველაზე დიდ დროსა და ძალისხმევას სამზარეულო მოითხოვს. საშინელი ლაქები სამზარეულოს კედლებზე, ტაფებზე, ქვაბებზე და სხვა ჭურჭელზე, რომელთაც ვერაფრით ვუმკლავდებით... რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი საშინელება? დიასახლისებო, სპეციალურად თქვენთვის ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ თავი მოუყარა რამდენიმე გენიალურ ხრიკს, რომელთა დახმარებით სამზარეულოს დალაგების ნაკლებად სასიამოვნო პროცესი რამდენჯერმე გამარტივდება.

როგორ დავალაგოთ სამზარეულო სწრაფად და მარტივად?
  1. უბრალო ნაჭრის ნაცვლად, იატაკის საწმენდი ჯოხისთვის ყოველთვის გამოიყენეთ ბამბის ძველი წინდა.

    თუ თქვენ სამზარეულოს დალაგების დრო და ხალისი არ გაქვთ, გამოიყენეთ ეს 9 ხრიკი!
  2. საცხობი ფორმიდან ცომის ნარჩენების მოშორება მარტივი ხრიკითაა შესაძლებელი. მოაბნიეთ ზედაპირზე უბრალო მარილი და შემდეგ გააპრიალეთ ის ქაღალდის ხელსახოცით. ცომის მიმწვარი ნარჩენები უკვალოდ გაქრება.




  3. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ღუმელის ზედაპირის გაპრიალება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ზეითუნის ზეთის გამოყენებით. გადაუსვით მცირეოდენი ზეთი ღუმელზე და რამდენიმე წუთის შემდეგ გააპრიალეთ ის მშრალი ქსოვილით. თქვენი გაზქურა ახალივით იბრწყინებს!



  4. ლაქები სამზარეულოს ავეჯზე იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. მათი მოშორება მინიმალური ძალისხმევითაა შესაძლებელი. მოამზადეთ შემდეგი ნარევი: შეურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 სუფრის კოვზი საკვები სოდა, ამავე რაოდენობით სარეცხი ფხვნილი და დაასხით მცირეოდენი მდუღარე წყალი. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით დალაქავებულ ზედაპირზე, მოაყარეთ კიდევ მციროდენი სოდა და მოითმინეთ 1 საათი. ნარევის ამორეცხვის შემდეგ ავეჯს ლაქის კვალიც კი აღარ შეემჩნევა!



  5. დაგავიწყდათ დროულად ტაფის ცეცხლიდან გადმოდგმა? არ ინერვიულოთ! ჩაასხით ცხელ ჭურჭელში მცირეოდენი წყალი, ჩაამატეთ 1 ჭიქა ძმარი და დადქით ის ცეცხლზე. მას შემდეგ, რაც ტაფაში ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და ჩაყარეთ მასში 1 სუფრის კოვზი საკვები სოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოღვარეთ სითხე ტაფიდან და დამწვარი ჭურჭელი გააპრიალეთ უბრალო ღრუბლის გამოყენებით (რეკომენდირებულია ღრუბელზე მცირეოდენი სოდის მოყრა). თქვენი ტაფა ახალივით იბრწყინებს!




  6. მინის ბოკლები კრისტალურ სისუფთავეს შეიძენს, თუ მათ ძმრის წყალხსნარში გარეცხავთ და შემდეგ ცივ წყალში გაავლებთ.



  7. კერამიკული ჭურჭელი საკუთარი სითეთრითა და სისუფთავით გაგაოცებთ, თუ მასში ძმრის წყალხსნარს ჩაასხავთ და 1 საათით დატოვებთ. 1 საათის შემდეგ გაავლეთ ჭურჭელი ცივ წყალში და კარგად გაამშრალეთ. შედეგი გაგაოცებთ!



  8. არ იჩქაროთ ღრუბლის გადაგდება მას შემდეგ, რაც მისი გამოყენებით ცხიმიან ზედაპირს გაწმენდთ. უბრალოდ გახსენით 1 ჭიქა წყალში 1 სუფრის კოვზი მარილი, მოათავსეთ მასში ღრუბელი და დატოვეთ მთელი ღამით.



  9. თუ თქვენ კვერცხი ხელიდან გაგივარდათ და ის იატაკზე გატყდა, არ ინერვიულოთ! მოაყარეთ კვერცხს მცირეოდენი მარილი და 10 წუთის შემდეგ მოწმინდეთ ის ტენიანი ხელსახოცით. მისგან კვალიც კი აღარ დარჩება!


როგორც ხედავთ, სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება არც თუ ისე რთულია. ეს რჩევები თითოეულ დიასახლისს ყოველდღიურ საქმიანობას საგრძნობლად გაუმარტივებს. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!