ბოზართმა - არომატული წვნიანი ბროწეულის წვენით

ბოზართმა - არომატული წვნიანი ბროწეულის წვენით
თუ გსურთ, გასინჯოთ ნამდვილი ხორცის წვნიანი, მაშინ ბოზართმა აუცილებლად უნდა მოამზადოთ. ბოზართმას მომზადება შეგიძლიათ როგორც ქათმის, ისე ინდაურის ხორცით.

საჭირო მასალა:

  • წყალი- 1,5 ლ
  • ხახვი- 6 თავი
  • ბროწულის წვენი-1 ჭიქა
  • ქინძი- 1ს.კ
  • პიტნა- 1ჩ.კ
  • ნიორი-4 კბილი
  • მარილი გემოვნებით
  • ქათამი- 1 ცალი
  • პომიდორი- 4 ცალი
  • კარაქი- 3ს.კ
  • ოხრახუში- 1 ს.კ
  • კამა- 1ს.კ
  • კურკუმა- 1 ჩ.კ
  • წიწაკა 1 ჩ.კ


მომზადების წესი:

1. ქათამი გაყავით 12 ნაწილად და დაასხით მარილიანი წყალი. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ხარშვისას ქვაბის თავზე ცხიმი გაჩნდება - იგი მოხადეთ და ტაფაზე დაასხით.
2. ხახვი წვრილად დაჭერით და მოთუშეთ ქათმის ცხიმში. თუ არასაკმარისია, მაშინ კარაქი დაუმატეთ. შემდეგ დაუმატეთ უკვე მოხარშული ქათმის ხორცი და რამდენიმე წუთით ერთად მოთუშეთ, შემდეგ კი ქვაბში დააბრუნეთ.
3. დაუმატეთ ბულიონისა და ბროწულის წვენი, დაბლენდერებული პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი, წითელი წიწაკა და კურკუმა. ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!