7 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ თუკი სამზარეულოში ხშირად იყენებთ ფოლგას

7 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ თუკი სამზარეულოში ხშირად იყენებთ ფოლგას
ფოლგაში მომზადებული ნებისმიერი კერძი ძალიან გემრიელია. მზადების პროცესში ხორცსა და ბოსტნეულს წვენი არ გასდის და იგი ფაქტობრივად თავისსავე წვენში იხარშება ან იწვება.

ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევა შეგირჩიეთ, რომელიც გამოგადგებათ თუკი კერძის მომზადებას ფოლგაში გადაწყვეტთ.

1. ფოლგის შერჩევა
ეცადეთ რაც შეიძლება სქელი ფოლგა შეარჩიოთ, რათა იგი ღუმელში არ დაზიანდეს და წვენი არ გაუშვას. თუ მხოლოდ თხელი ფოლგა გაქვთ, რამდენიმე პირი გამოიყენეთ.



2. რა გამოვაცხოთ ფოლგაში?
უმჯობესია შევარჩიოთ მჭლე ხორცი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოლგა გაიხევა. რაც შეეხება თევზეულს, ამ შემთხვევაში მისი ფხები პრობლემას არ წარმოადგენს.



3. როგორ შევახვიოთ ფოლგაში პროდუქტი?
ხორცის შემთხვევაში, ეცადეთ გლუვი მხარე ზედაპირზე იყოს და პრიალა შიგნით. პროდუქტი მჭიდროდ გადაახვიეთ ფოლგაში და ისე შეწვით.



4. რამდენი ხანი სჭირდება ფოლგაში კერძს მოსამზადებლად?
190-200 გრადუსზე ხორცს სჭირდება 15-30 წუთი მოსამზადებლად.



5. რა თანმიმდევრობით გავანაწილოთ პროდუქტი ფოლგაში?
უმჯობესია თუ ჯერ ხახვს მოათავსებთ და შემდეგ ხორცს. ასე უფრო არომატულ კერძს მიიღებთ.