უკრაინული ბლინები

უკრაინული ბლინები
fpaparazzi მიერ წარმოდგენილი ბლინები ფოლგაში ცხვება და განსაკუთრებულად გემრიელია... სცადეთ...
საჭირო მასალა:
  • რძე 250 მლ
  • წყალი 120 მლ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ფქვილი 200 გრ
  • მარილი 1/2 ჩ/კ

გულსართი
  • გახეხილი ყველი 300 გრ
  • არაჟანი 2ს/კ
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • კამა 1ს|კ

მოსასხმელად
  • გამდნარი კარაქი 100 გრ

მომზადების წესი:
1.გავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ რძე, წყალი, მარილი, ფქვილი და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოვაცხოთ თხელი ბლინები
2. გახეხილ ყველს ვუყოთ არაჟანი, კვერცხის გულები და კამა
3. გავადნოთ კარაქი
4.გამომცხვარ ბლინებში შევახვიოთ მომზადებული ყველის მასა და ჩავაწყოთ ფოლგაგამოკრულ ფორმაში. არ დაგვავიწყდეს ძირზე და ბლინებს შორის გამდნარი კარაქის მოსხმა, რათა არ მიეწებოს ერთმანეთს.
5. მოვუკრათ ფოლგას თავი და შევდგათ 180 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!