ხველისგან გათავისუფლების ბებიების მეთოდი. საჭიროა მხოლოდ 1 ინგრედიენტი!

ხველისგან გათავისუფლების ბებიების მეთოდი. საჭიროა მხოლოდ 1 ინგრედიენტი!
ხალხური მედივინის რეცეპტებში გაცივების საწინააღმდეგო მთელი რიგი ეფექტური საშუალება არსებობს. და ეს არამხოლოდ ბალახეულია, არამედ, ჩვეულებრივი პროდუქტებიც, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. აღმოჩნდა, რომ ამ ტკბილი პროდუქტისგან ხველის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება მზადდება.


ხველა ორი ტიპისაა - მშრალი და სველი. მშრალი ხველა ინფექციურ-ანთებითი პროცესზე მიუთითებს სასუნთქ ორგანოებში.

დამწვარი შაქარი ეხმარება მშრალი ხველა სველი გახადოს, შემდეგ კი ეს სისველეც გამოდევნოს.

როგორ მოვამზადოთ ხველის საწინააღმდეგო დამწვარი შაქარი


შაქარყინული

მოათავსეთ 2-3 ს.კ. შაქარი ემალირებულ ქვაბში და ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ კარამელის ფერამდე. ნუ დაგავიწყდებათ მორევა. მიღებული მასა გადაასხით კარაქწასმულ ფორმებში ან კოვზებში. დატოვეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. მიიღეთ 3-4 კარამელი დღეში.

კარამელის კარაქი



შაქარი გაადნეთ ისევე, როგორც წინა რეცეპტში. როდესაც მასა ყავისფერ ფერს მიიღებს, დაამატეთ 100-150 გრ კარაქი. მიიღებთ კარამელის პასტას, რომელიც შეგიძლიათ წაუსვათ პურზე.

დამწვარი შაქრის სიროფი



თხელი შაქრის სიროფი გაანელეთ მდუღარე წყალთან, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ცოტაოდენი თაფლი. ხარშეთ ნარევი სიროფის კონსისტენციის მიღებამდე. მიიღეთ 1.ჩ.კ. დღეში 3-ჯერ.

ნებისმიერ შემოთავაზებულ საშუალებას შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი ჯანჯაფილი, თაფლი, რძე, კაკაო ან ციტრუსის წვენი.

დამწვარი შაქარი ეხმარება ხველისგან სრულად გათავისუფლებაში სულ რამდენიმე დღეში. მაგრამ მას, როგორც ნებისმიერ წამალს, გააჩნია უკუჩვენება. იგი რეკომენდებული არ არის ადამიანებისთვის, ვისაც შაქრის დიაბეტი და კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები აწუხებს.