ყველაზე მარტივი და სასიამოვნო საშუალება ორგანიზმის გასაწმენდად წიდებისგან!
მრავალი დაავადება გვაწუხებს ჩვენ ცხიმების, ტკბილეულის, ხორცის ჭარბი რაოდენობით მოხმარების გამო. კუჭს არ ძალუძს გაუსწორდეს საჭმლის იმ მასას, რომლის ათვისებასაც თითქოსდა კეთილი მიზნებით ვცდილობთ ჩვენ თვითონ, ან ვაიძულებთ შეჭამონ ჩვენმა ახლობლებმა. შედეგი - უმაქნისი წიდის მასები, რომლებიც ამაგვიანებენ კუჭ - ნაწლავის ტრაქტს, ნაღვლის ბუშტს, ღვიძლს, თირკმელებს, კუჭქვეშა ჯირკვალს, სისხლძარღვებს. ადამიანი ხშირად უჩივის ტკივილებს თავში, ღვიძლში... ითხოვს დავეხმაროთ მას, მივცეთ რაღაც სასწაულმოქმედი წამლები, და არ სურს იფიქროს, რომ უექიფობისაგან თავის დაღწევა თავადვე შეუძლია. ამიტომ გთავაზობთ მანამ, სანამ წამლებით განიკურნებოდეთ, სცადოთ გაიწმინდოთ ორგანიზი.
როგორ კეთდება ეს? წესი მრავალია.
ყველაზე მარტივი და ყველაზე სასიამოვნოა - წვენები და წყალი.
როგორ კეთდება ეს? წესი მრავალია.
ყველაზე მარტივი და ყველაზე სასიამოვნოა - წვენები და წყალი.
- დილით უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა წვენი ნახევრად წყლიანი, უკეთესია, თუ ეს იქნება 2 ლიმონის წვენი. შემდეგ სვით წყლიანი წვენი ( ვაშლის, სტაფილოს, ჭარხლის, მოცხარის )ყოველ საათში ერთი ჭიქა. ჭამა საჭირო არ არის.
- მეორე დღეს, თუ კარგად ვგრძნობთ თავს, შეიძლება გაიმეოროთ იგივე. თუ გრძნობთ სისუსტეს, თავბრუსხვევას, დაიწყეთ ჭამა. არავითრ შემთხვევაში არაფერი ცხიმიანი, მარილიანი, ტკბილი, შემწვარი.
- რამდენიმე დღის შემდეგ თქვენ გაგიქრებათ ტკივილები სახსრებში, თავში, შინაგან ორგანოებში. გაგიჩნდებათ სიმსუბუქე მთელს სხეულში, წონაშიც დაიკლებთ. სცადეთ ახლა დაარეგულირეთ თქვენი კვება ისე, რომ დღის რაციონში იყოს ბევრი ბოსტნეული, ხილი, რძემჟავა პროდუქტები და ძალიან ცოტა ისეთი, რაც ორგანიზმში ქმნის წიდის მარაგს, - კერძოდ, შემწვარი კერძები, ცხიმები, ტკბილი ნამცხვრები.