ეს სამკურნალო ხსნარი ტოქსინებზე და ლორწოზე ისე მოქმედებს, როგორც მაგნიტი იზიდავს ლურსმნებს
მრავალი დაავადება გვაწუხებს ცხიმების, ტკბილეულის, ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღების გამო. თითქმის ყველა დაავადების მიზეზი წლების განმავლობაში ორგანიზმში სხვადასხვაგვარი შხამების, ტოქსინების, წიდების დაგროვებაა. კაცობრიობისთვის ერთ - ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გახდა ამ მავნე ნივთიერებების გამოდევნა ადამიანთა ორგანიზმიდან. ზედმეტად დატვირთვა, რომელიც ცივილიზაციის "სიკეთემ" თავს დაგვატეხა, ზოგჯერ ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობათა ზღვარზეა და მას დახმარება ესაჭიროება. პირველ რიგში გასაწმენდია მსხვილი ნაწლავი, რომლის ფუნქციების მოშლა ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია დიდი ხნის მანძილზე ფარული სახით მიმდინარეობდეს და დაავადებათა ბუდეს წარმოადგენდეს.
როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი დაგროვილი ლორწოსგან
დილით, უზმოზე დალიეთ გლაუბერის მარილიანი ერთი ჭიქა თბილი წყალი ( ჭიქა წყალზე 1 ს/კ გლაუბერის მარილი). ასეთ ხსნარს შეუძლია ორგანიზმის ყველა ნაწილში არსებული ტოქსინი გამოიტანოს.
გამოყოფილი შხამების რაოდენობამ შესაძლა 3 -4ლ ან მეტი შეადგინოს. ამას ორგანიზმის გაუწყლოებამდე მივყავართ. ამიტომ საჭიროა მთელი დღის განმავლობაში 2 ლ წყალში განზავებული ახალი ციტრუსების წვენის დალევა. ამისათვის მოამზადეთ 10 გრეიფრუტის ან 6 ლიმონის და 4 ფორთოხლის წვენი, რომლის სმა უნდა დაიწყოთ გლაუბერის მარილის მიღების შემდეგ და ყოველ 20 წუთში სვით, სანამ ნარევს არ დაამთავრებთ. თუ საღამოს შიმშილს ვეღარ იტანთ, ცოტა ფორთოხალი ან გრეიფრუტი შეჭამეთ. ძილის წინ კი ოდნავ თბილი წყლის ოყნა გაიკეთეთ ( 1 ლ წყალში 1 - 2 ლიმონის წვენი ჩაამატეთ ).
ასეთი გამწმენდი პროცედურა ზედიზედ 3 დღეს გაიმეორეთ. ამ გზით ორგანიზმიდან გამოდევნით 12 ლ ტოქსინებს. მეოთხე და მომდევნო დღეებში საჭიროა მხოლოდ უმი ბოსტნეულისა და ხილის წვენების მიღება.
თუ ვერ შეძლებთ სამდღიან პროცედურებს, მაშინ კვირაში 1 დღე ამოირჩიეთ ( აჯობებს ოთხშაბათი ან პარასკევი). რამდენიმე კვირაში იგრძნობთ, თუ როგორ ჯანმრთელდებით თანდათანობით და ორგანიზმის რეგულარული წმენდა თქვენი ცხოვრების წესად იქცევა. ამ დროს აუცილებელია დიეტის დაცვა: მენიუდან გამორიცხეთ რძე და მისი პროდუქტები, თეთრი ფქვილის ნაწარმი, ცხოველური ცხიმები, ხორცეული, მწარე და მლაშე საჭმელი. ძირითადად იკვებეთ ხილითა და ბოსტნეულით, მათი წვენებით, ნიგვზეულით, ცხიმი მცენარეული გამოიყენეთ.