გენიალური სალათა ნიგოზით, კვერცხით და ყველით: კულინარიული შედევრი უბრალო პროდუქტებით. ნაზი და გემრიელი!

გენიალური სალათა ნიგოზით, კვერცხით და ყველით: კულინარიული შედევრი უბრალო პროდუქტებით. ნაზი და გემრიელი!
FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ სალათა "პრინცი"-ს რეცეპტს. უმარტივესი ინგრედიენტებით, მეფურად მორთული და უგემრიელესი საკვებია, რომელსაც ნებისმიერი თქვენთაგანი მარტივად მოამზადებს.

დროის ეკონომიისთვის შეგიძლიათ ხორცი და კვერცხი წინა დღისით მოხარშოთ, ასევე შეწვათ წვრილად დაჭრილი ნიგოზიც. შემდეგ დღისთვის კი მხოლოდ სალათას მომზადება დაგჭირდებათ.


ინგრედიენტები:
  • 500გრ მოხარშული საქონლის ხორცი
  • 4 მოხარშული კვერცხი
  • 6 პიკელებული კიტრი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 200 გრ მაიონეზი



მომზადების წესი:
  1. მოხარშული ძროხის ხორცი დაჩეხეთ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

  2. კიტრი ან გახედეთ მრგვალ სახეხზე, ან წვრილად დაჭერით. ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ კიტრს. კვერცხი და ყველი ასევე გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

  3. დაჭერით და შეწვით მშრალ ტაფაზე ნიგოზი, ამით მისი გემო და არომატი სრულად გაიშლება.

  4. დაალაგეთ სალათა ფენებად: ძროხის ხორცი, მაიონეზი, კიტრი-ნიორით, ყველი, კვერცხი, მაიონეზი, ნიგოზი. მოათავსეთ სალათა მაცივარში 2 საათით.

  5. თუ არ გსურთ სუფრა მაიონეზით გადატვირთოთ თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი. შეურიეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 7 სუფრის კოვზი არაჟანი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

დარწმუნებული ვართ, თქვენ სალათების არაერთი რეცეპტი იცით, მაგრამ ეს სალათა თქვენი სუფრის ნამდვილი მშვენება გახდება. გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგბორებს!