მკერდის ტკივილის 8 სახეობა, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ. ქალბატონებო, ყურადღებით!

მკერდის ტკივილის 8 სახეობა, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ. ქალბატონებო, ყურადღებით!
თითოეულმა ქალბატონმა კარგად იცის, თუ რამხელა დისკომფორტთანაა დაკავშირებული მკერდის ტკივილი. როგორც წესი, ამ უსიამოვნო მოვლენას ადგილი აქვს სქესობრივი მომწიფების, მენსტრუაციული ციკლის ან მენოპაუზის დროს. ასეთ შემთხვევაში მკერდის ტკივილი სავსებით ნორმალურია და ამაში საგანგაშო არაფაერია. მიუხედავად ამისა, არსებობს მკერდის ტკივილის ისეთი სახეობებიც, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერიოზულ პრობლემებზე მიგვითითებს. თუ თქვენ ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

1. სარძევე მილების (სადინრების) დაბლოკვა

მეძუძურ დედებში ბავშვის მკერდით გამოკვების დროს საკმაოდ ხშირად იჩენს თავს პრობლემა, რომელსაც ლაქტოსტაზის სახელწოდებით ვიცნობთ. მართალია, ეს არასასიამოვნო მოვლენა განსაკუთრებით ხშირი მეძუძურ დედებშია, თუმცა მისგან არცერთი ქალბატონი არის დარღვეული, მათ შორის ისინიც, ვინც ბავშვს მკერდით არ კვებავენ. თუ თქვენ სარძევე ჯირკვლებში რაიმე სახის გართულებული პროცესი შენიშნეთ და მკერდზე მსუბუქი შეხებაც კი სერიოზულ ტკივილს იწვევს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ამ დაავადებას მარტივად მკურნალობენ სპეციალური ანტიბიოტიკების დახმარებით.

2. ჰორმონები

უამრავი ქალბატონისთვის კარგადაა ცნობილი მკერდის ტკივილის ეს სახეობა მენსტრუაციული ციკლის დაწყების წინ. იმ შემთხვევაში, თუ მკერდის ტკივილი არ არის დაკავშირებული მენსტუაციულ ციკლთან, პრემონოპაუზის პერიოდის დადგომასთან ან ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებასთან, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და თავის გამოკვლევა.

3. ინფექცია


მასტმა, ანუ სარძევე ჯირკვლების ქსოვილის ანთებამ, რომელიც ბაქტერიული ინფექციითაა განპირობებული, შეიძლება ნებისმიერი ლამაზი სქესის წარმომადგენელი ნებისმიერ ასაკში შეაწუხოს. განსაკუთრებული სიხშირით ეს პრობლემა თავს მეძუძურ დედებში იჩენს. ჩვეულებისამებრ, ასეთ დროს მკერდი შუპდება, წითლდება და განვიცდით ძლიერ ტკივილებს მსუბუქი შეხების დროსაც კი. თუ თქვენ ეს სიმპტომები შენიშნეთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

4. ორსულობა

მკერდის ტკივილი ყოველთვის ცუდ სიახლეებთან არ არის დაკავშირებული. როგორც წესი, ეს უსიამოვნო მოვლენა ორსულობის პირველი ნიშანია. ასეთ დროს მსუბუქი შეხების შედეგად განცდილი ტკივილის პარალელურად მკერდის არეოლები მუქდება.

5. კისტა



თუ თქვენ მკერდის გარკვეულ მონაკვეთზე სიმაგრის გაჩენა შენიშნეთ, არ ღირს პანიკაში ჩავარდნა. დიდი ალბათობით საქმე კისტასთან გვაქვს. როგორც წესი, სითხით სავსე ეს სიღრუვეები არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა სპეციალისტთან მისვლა და მასთან კონსულტაცის გავლა მაინც აუცილებელია. არ არის გამორიცხული საქმე ავთვისებიან წამონაზარდთან გვქონდეს.

6. ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღება

ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს საკუთარი ცხოვრება ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღება შეიძლება იქცეს მკერდის მგრძნობიარობის მომატებისა და ანთების გამომწვევ მიზეზად.

7. მჭიდრო ბიუსტჰალტერი


ტანსაცმლის კარადის ამ ნივთის შეძენის დროს ქალბატონებს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებთ. არასდროს შეიძინოთ ზედმეტად მჭიდრო ბიუსტჰალტერი, თუ გსურთ არ შეგაწუხოთ აუტანელმა ტკივილებმა და დისკომფორტის განცდამ. თუ თქვენ არ ხართ მზად, საერთოდ თქვათ უარი მასზე, მიანიჭეთ უპირატესობა სპორტულ ბიუსტჰალტერს.

8. ეს შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს

როგორც წესი, მკერდის ტკივილი სერიოზულ და სახიფათო დაავადებებზე არ მიგვითითებს. მაგალითად, მკერდის სიმსივნე აბსოლიტურად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მკერდის აუტანელი ტკივილი ლიმფური კვანძების გაფართოვებით აიხსნება და ის ლიმფომის სიმტპომად ითვლება.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არასდროს დააიგნოროთ მკერდის ტკივილი იმ იმედით, რომ პრობლემა თავისით გაივლის. გახსოვდეთ, ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია! აუცილებლად გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია თქვენს მეგობრებს.