ხალხური რჩევები მათ, ვისაც სურს ჰქონდეს ლამაზი სახის კანი და თმა!
გაზაფხულობით ახალგზარდა ქალიშვილების კანიც კი ხდება მოშვებული, კარგავს ელასტიურობას, ჯანმრთელ სიწითლეს, უფერულდება თმები. აი რამდენიმე ხალხური საშუალება, რომლებიც დაეხმარება ყოველ ქალს.
- წვრილად დაჭერით ახალი კიტრი, ჩადეთ ბოთლში და დაასხით არაყი. დააყენეთ მზეზე ორი კვირით. ამის შემდეგ სელის ნაჭერი ოდნავ დაასველეთ ხსნარში და გაიწმინდეთ სახე დილა - საღამოს. უკვე რამდენიმე დღის შემდეგ შენიშნავთ, რომ კანი გახდა გადატკეცილი, ნაზი, ფეროვანი.
- ერთი უმი კვერცხის გული აურიეთ ერთი ჩაის კოვზ თაფლს და ასეთივე რაოდენობის გლიცერინს. გასრისეთ. დაიდეთ სახეზე 1 - 2 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. სახე მაშინვე ქორფა გახდება, გასწორდება ნაოჭები. ნარევი, რომელიც მოგრჩათ, მოათავსეთ სარდაფში ყინულით და გაიმეორეთ ნიღაბი კვირაში ორ - სამჯერ. საერთოდ გაზაფხულზე ყურადღება მიაქციეთ სახეს, ნუ დაინანებთ წასასმელად არაჟანს, კარაქს, რძეს. როცა სამზარეულოში რაიმეს ამზადებთ, ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე წაისვით კარტოფილის, ჭარხლის, კიტრის ნაჭრები. ზამთრისა და გაზაფხულის შემდეგ კანს კვება სჭირდება.
- ერთი ნაწილი არაყი შეურიეთ ოთხ ნაწილ ხახვის წვენს, ექვს ნაწილ თალგამის ძირების ნახარშს. ეს ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში. ასეთი პროცედურის შემდეგ ისინი უკეთესად გაიზრდებიან, შეიძენენ ბრწყინვალებას.
- თავის დაბანას გირჩევთ კარგად ათქვეფილი კვერცხით მასზე ცოტაოდენი წყლის დამატებით.